USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 თებერვალი?
თარიღი:  1976

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

წარმატებული და საინტერესო დღეა. ვარსკვლავების დახმარებით საქმეებს თითქმის ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. თქვენი დღევანდელი აქტივობა საჭირო და სასარგებლო კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეხედულებები არ შეიცვალოთ და ნებისმიერ დისკუსიაში საკუთარი პოზიცია დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

იღბალი თქვენს მხარეზეა, ამიტომ შეიძლება ისეთი ისეთი პრობლემებიც მოაგვაროთ, ადრე რომ ვერ უმკლავდებოდით. ყველაფრის მიუხედავად, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას უნდა მოერიდოთ - შეიძლება ამისთვის ძალა არ გეყოთ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს. დასკვნების გამოტანა ნუ იჩქარებთ - უმჯობესია სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეს დღე ყველაზე შესაფერისია დაგეგმვის, სტრატეგიის შემუშავებისა და ახალი იდეების განხილვისთვის. მოქმედებას ნუ დაიწყებთ, სანამ მკაფიო გეგმას არ შეიმუშავებთ. ეცადეთ ბრაზიან და გაღიზიანებულ ადამიანებთან ურთიერთობას და კონფლიქტებს მოერიდოთ და მშვიდ გარემოში განმარტოვდეთ. სწავლისთვის ხელსაყრელი დღეა - ახლა ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად ითვისებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღის მოვლენებმა პრობლემის გადასაჭრელად არასტანდარტულად მოქმედება გაიძულოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდეთ. გირჩევთ კოლეგებს მხოლოდ საქმიან საკითხებზე ესაუბროთ და სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების განხილვას მოერიდოთ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ და დაეხმაროთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან გამკლავება მოგიწევთ. შესაძლოა, გაიგოთ რაღაც, რაც სიტუაციაზე გავლენას მოახდენს და სწრაფ რეაგირებას გაიძულებთ. სპორტდარბაზში ვარჯიში და სასიამოვნოზე ფიქრი სტრესთან და სიზარმაცის შეტევებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. თქვენი პიროვნული თვისებები უამრავ ადამიანს იზიდავს, ამიტომ მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავლები.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სწრაფად ცვლად გარემოში სიტუაციის სწორად შეფასება და გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ეცადეთ ყველა დისკუსია დაასრულოთ, შედეგები შეაჯამოთ და დასკვნები გამოიტანოთ. ახლა შეიძლება ბევრი საკითხი ძალიან სერიოზული ან ბუნდოვანი გეჩვენებათ, მაგრამ როგორც კი მოქმედებას დაიწყებთ, სირთულეები გაქრება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მნიშვნელოვანი და დაძაბული დღეა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ქმედებები და გადაწყვეტილებები მომავალი თვეების ტენდენციებს განსაზღვრავენ. ეცადეთ საქმეს სერიოზულად და პასუხისმგებლობით მიუდგეთ, რომ შეცდომები თავიდან აიცილოთ. პროფესიონალებისთვის რჩევის კითხვა ნუ მოგერიდებათ. თქვენს საქმეებში სხვა ადამიანები ხშირად ერევიან. ეს დიდხანს გაგაღიზიანებთ, მაგრამ საბოლოოდ შეგუება მოგიწევთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ ახალ ემოციებს და განსხვავებულ შეგრძნებებს ეძებთ, მეგობრებთან ერთად გაერთეთ ან ეგზოტიკური კერძი მოამზადეთ. მშვენიერი დღეა შერიგების და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. თუ თავს დამნაშავედ მიიჩნევთ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ და წყენა სამუდამოდ დაივიწყოთ - ცხოვრება ხომ ასეთი ხანმოკლეა.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ბევრი კითხვა და პრობლემა, რომლებიც ადრე გაწუხებდათ, მოულოდნელად ძალიან მარტივად და სწრაფად მოგვარდება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს წინაშე სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნას. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ, წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება და უნარი გაქვთ. მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

1-ელი თებერვალი თხის რქებისთვის იღბლიანი დღეა, ამიტომ ეცადეთ შანსი გამოიყენოთ და ძველი, სამომავლოდ გადადებული საქმეები დაასრულოთ. შესაძლოა, ზოგი გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ეს თქვენთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნება. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით - ახლა მისი შესრულების დროა.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად კეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ ეცადეთ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედოთ და საქმეს პასუხისმგებლობით მიუდგეთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის მნიშვნელოვან მინიშნებას მოგცემთ. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რთული და დაძაბული დღეა. შეიძლება სწრაფად მუშაობა და რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაჭრა მოგიწიოთ. გირჩევთ რთულ სიტუაციაში დახმარებისთვის კოლეგებს ან ახლობლებს მიმართოთ. აუზზე სიარული და ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით - გახსოვდეთ, რომ ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება გჭირდებათ.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.