USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 სექტემბერი?
Date:  3127

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ნებისმიერ ადამიანთან, მათ შორის ოპონენტებთან და არაკეთილმოსურნეებთანაც კი საერთო ენას ადვილად პოულობთ. შესანიშნავი დღეა როგორც პროფესიული, ისე ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს ღირებული საჩუქრები მიიღოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება წარმატებულ დღეს გპირდებათ. შეგიძლიათ, რთული საქმეები და მასშტაბური პროექტები დაიწყოთ, რადგან ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც, თუ ისურვებთ, შეიძლება უფრო ახლო ურთიერთობაში გადაიზარდოს.

შესაძლებელია ძველი ვალების დაბრუნება ან დაუგეგმავი შემოსავალი. ბევრი კურო საინტერესო საქმიან შეთავაზებას მიიღებს, რომელზედაც დაუფიქრებლად უნდა დათანხმდეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შესანიშნავი დღეა მუშაობისთვის - მიზნის მიღწევა ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ საქმეზე, რომელიც კრეატიულობას მოითხოვს. შესაძლებელია დაუგეგმავი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ ან სარფიანი გარიგება დადოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ოჯახური საქმეების მოწესრიგებისთვის. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში თავს მშვენივრად იგრძნობთ.

.კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. სავარაუდოდ, სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება მოგიწევთ, მაგრამ ოპტიმიზმით სავსე ხართ და საკუთარი თავის იმედი გაქვთ, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ.

სავარაუდოდ, მალე მოკავშირეებს იპოვით, რომლებიც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. სამსახურებრივი რომანი თ გაქვთ, იცოდეთ, რომ მისი პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობისთვის. პოტენციურ დამსაქმებლებთან და პარტნიორებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის. გირჩევთ, ყოფილ კოლეგებს თავი შეახსენოთ - შესაძლებელია, თქვენთვის საინტერესო შეთავაზება აქვთ.

ზოგი ლომი შეძლებს, ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში პატარა წვეულება გამართოთ და დიდი ხნის უნახავი ადამიანები მიიწვიოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დილიდან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - დაძაბული ვითარება შეცდომის დაშვების ალბათობას ზრდის. ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები - ვიღაც თითქოს განგებ გაღიზიანებთ და ცდილობს, წყობიდან გამოგიყვანოთ.

დღის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. თითქმის ნებისმიერ საქმეში შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. მარტოხელა ქალწულები შეიძლება ოცნების ადამიანს შეხვდნენ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საკუთარი პრინციპები დაიცვათ და სინდისთან კომპრომისზე არ წახვიდეთ. საქმიან შეხვედრაზე შესაძლოა, გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ და მათი კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ამ დღეს დაწყებული თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება.

სავარაუდოდ, ძველი ურთიერთობის დაბრუნების შანსი გაჩნდება, მაგრამ ჯერ უნდა დაფიქრდეთ, ნამდვილად გჭირდებათ ეს თუ არა. დროა ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და სიტუაცია მშვიდად და ცივი გონებით შეაფასოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავები მორიელებს უკეთესობისკენ ცვლილებებს ჰპირდებიან, განსაკუთრებით მათ, ვისაც ექსპერიმენტების არ ეშინიათ. საქმის მიმართ კრეატიული მიდგომა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

გარშემო მყოფები თქვენს ინიციატივებს თავიდან ფრთხილად შეხვდებიან, მაგრამ მალე აზრს შეიცვლიან.
მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ოდესღაც ძალიან ძვირფასი იყო თქვენთვის.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს სიურპრიზებისა და მოულოდნელობებისთვის მზად უნდა იყოთ. შეიძლება გეგმების შეცვლა და სარისკო მეთოდების გამოყენება მოგიწიოთ, მაგრამ შედეგი მოლოდინს გაამართლებს.

საშუალება გექნებათ, რომ გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ არა მარტო ცოდნითა და უნარებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც.
ასაკით უფროსი ადამიანების რჩევებს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ და აუცილებლად გაითვალისწინოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეს დღე შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად იქცეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეცდომები არ დაუშვათ, რომლებსაც მოგვიანებით ინანებთ. მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდება, რომ შეიძლება ფიქრის დროც არ დაგრჩეთ. საბედნიეროდ, მახვილი ინტუიცია ყველაზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება. ნუ მოდუნდებით - თუ არ შეჩერდებით, პირველ წარმატებას სხვებიც მოჰყვება.

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ახალი ცოდნა და სასარგებლო გამოცდილება მიიღოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შეიძლება ახალი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. ნუ დაკარგავთ დროს ისეთ ადამიანებთან საუბარში, ვისი შეხედულებებიც თქვენი შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავდება.

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - დარწმუნდით, რომ თქვენი გარიგებები იურიდიულად გამართულია, რადგან შეიძლება თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ. რამდენიმე დღე დიდი შესყიდვებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way