USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 ნოემბერი?
дата:  3334

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ნოემბერი ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ადამიანს, რომელიც ამ დღეს დახმარებას გთხოვთ, უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრათ. ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გპირდებიან. გახსოვდეთ, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ. ეცადეთ, საღამო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ, რათა გონება დღის საზრუნავისგან გაათავისუფლოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტ ნერვიულობას მოერიდოთ და ემოციები აკონტროლოთ. გახსოვდეთ, რომ დაწყებული საქმის საბოლოო შედეგი თქვენს სიმშვიდესა და წონასწორობაზეა დამოკიდებული. დღის პირველ ნახევარში გუნდური მუშაობა გაცილებით უფრო შედეგიანი იქნება. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს შეიძლება ვიღაცის მითითებების შესრულება და კოლეგების დახმარება მოგიწიოთ - შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი კეთილგანწყობით ისარგებლოს და სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რათა უნებურად ისეთი ვინმე არ შეურაცხყოთ, ვინც ამას არ იმსახურებს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

სამახურში ყველაფერი შესანიშნავადაა - ამ დღეს მნიშვნელოვანი ამოცანების წარმატებით გადაჭრას და გეგმების განხორციელებას შეძლებთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ემოციებს თქვენზე ზემოქმედების უფლება არ მისცეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

საინტერესო და დაძაბული დღეა. შესაძლოა, საკუთარი ინტერესების და საყვარელი ადამიანების დაცვა მოგიწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. პრობლემების დაძლევაში საკუთარი ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

კონფლიქტურმა სიტუაციამ, რომლის წარსულში მოგვარება ვერ შეძელით, შესაძლოა თავი შეგახსენოთ. გინდათ თუ არა, ამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება მოგიწევთ. ამის შემდეგ შესაძლოა, მნიშვნელოვანი საქმიანი წინადადება მიიღოთ. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოემზადეთ რთული მოლაპარაკებებისთვის, სადაც დიპლომატიური უნარების დემონსტრირება მოგიწევთ. ეცადეთ, მოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ და თავაზიანობა გამოიჩინოთ - ასე უფრო მარტივად მიაღწევთ სასურველ შედეგს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავების კეთილგანწყობის წყალობით ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატებას აღწევთ და ყურადღების ცენტრში ექცევით. თავდაჯერება სასარგებლო კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ. უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. საქმეს უფრო სწრაფად დაასრულებთ, თუ მარტო იმუშავებთ და დროს ცარიელ საუბრებზე არ დაკარგავთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სასურველია, რომ გარშემო მყოფების მიმართ მეტი კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და ყოველ უმნიშვნელო შეცდომაზე არ აკრიტიკოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ ნუ აჩქარდებით და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მალე ინანებთ. ეს დღე ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღის ამოცანაა, რომ სერიოზული შეცდომები თავიდან აიცილოთ და კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. ნუ გააკრიტიკებთ კოლეგებს და მეგობრებს შეცდომების გამო, მით უმეტეს, რომ მალე მათი მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შესაძლოა, ამ დღეს ისეთი ადამიანებიც კი შეგეხმიანონ, რომლებიც დიდი ხანი არ გინახავთ. მოემზადეთ აქტიური და საინტერესო დღისთვის, რომელიც თქვენი პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ემოციურად დაძაბული დღეა. ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, რამაც შეიძლება კონფლიქტები და უსიამოვნო სიტუაციები გამოიწვიოს. დამატებითი სამუშაო დიდ დროს წაგართმევთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ წინასწარ ნურაფერს დაგეგმავთ.

 
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати