USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 მარტი?
თარიღი:  1786

♈ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღის მოვლენები: ბევრი იდეა გაგიჩნდებათ, მაგრამ ცოტა განხორციელდება.
ოჯახი: საყვარელ ადამიანთან კამათი უმნიშვნელო დეტალებზე შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს.
ბიზნესი: ფულის გადანაწილება დაგჭირდებათ, რადგან რაღაც გაუთვალისწინებელი ხარჯი წამოიჭრება.
სიყვარული: ახალი ურთიერთობა არ გამოირიცხება, მაგრამ ზედმეტ იმედებს ნუ მიეცემით.
კარიერა: უფროსობასთან ზედმეტად გახსნილი საუბარი შეიძლება საწინააღმდეგოდ შემოგიბრუნდეთ.
სამსახური: საქმიანი შეხვედრები არ იყოს პროდუქტიული, მაგრამ საჭირო კავშირებს დაამყარებთ.

♉ კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღის მოვლენები: ემოციების კონტროლი დაგჭირდებათ, თორემ შესაძლოა სულელური შეცდომა დაუშვათ.
ოჯახი: შინაგანი სიმშვიდის მოპოვება რთული იქნება, რადგან ოჯახში დაძაბულობა მატულობს.
ბიზნესი: ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ვიღაც თქვენს ნდობას არ იმსახურებს.
სიყვარული: ურთიერთობაში ცივი პერიოდი შეიძლება დადგეს, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია.
კარიერა: კარიერული წინსვლა რეალურია, მაგრამ ამისთვის ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ.
სამსახური: ზედმეტი სტრესისგან თავის დაღწევა მხოლოდ სწორი დროის მართვით შეძლებთ.

♊ ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღის მოვლენები: თქვენი ენთუზიაზმი შეიძლება სხვებისთვის გადამდები აღმოჩნდეს.
ოჯახი: ოჯახის წევრებისგან მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებთ.
ბიზნესი: ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო.
სიყვარული: რომანტიკულ სფეროში სიმშვიდეა, მაგრამ დიდი გრძნობები ჯერ არ ჩანს.
კარიერა: თქვენი იდეები შეიძლება სკეპტიკურად მიიღონ, მაგრამ არ დაიხიოთ უკან.
სამსახური: კოლეგებთან კომუნიკაცია უფრო მარტივი გახდება, რაც საქმის ხარისხზე აისახება.

♋ კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღის მოვლენები: ინტუიციას ენდეთ, რადგან გონებით გადაწყვეტილებები ბოლომდე სწორი არ იქნება.
ოჯახი: ოჯახის წევრები შესაძლოა თქვენს პირად საქმეებში ზედმეტად ჩაერიონ.
ბიზნესი: ახალ პარტნიორებთან მუშაობა გარკვეულ სირთულეებს გამოიწვევს.
სიყვარული: თუ კონფლიქტი გაჩნდა, ჯობს მშვიდად გადაჭრათ, ვიდრე ემოციურად.
კარიერა: ახალი პროექტის შეთავაზება შეიძლება მიიღოთ, მაგრამ ფრთხილად გადაამოწმეთ დეტალები.
სამსახური: დიდ დატვირთვას იგრძნობთ, მაგრამ შედეგები თქვენთვის სასარგებლო იქნება.

♌ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: ამბიციები წინ გაგიყვანთ, მაგრამ მხოლოდ მათ არ უნდა დაეყრდნოთ.
ოჯახი: ოჯახში ინიციატივის გამოჩენა თქვენზეა დამოკიდებული.
ბიზნესი: ფინანსური მოგება მოსალოდნელია, მაგრამ ხარჯებიც გაიზრდება.
სიყვარული: ყურადღების ცენტრში იქნებით, მაგრამ არავინ მოგეჩვენოთ იმაზე მეტად განსაკუთრებული, ვიდრე არის.
კარიერა: კარიერული ცვლილებები ჰორიზონტზე ჩანს, მაგრამ ჯერ ადრეა გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის.
სამსახური: თქვენი შრომისმოყვარეობა დაფასდება, თუმცა ზედმეტი პასუხისმგებლობა დაგაწვებათ.

♍ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: დღეს იმედგაცრუების თავიდან აცილება თქვენივე მოლოდინებზეა დამოკიდებული.
ოჯახი: ოჯახის წევრებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი საზღვრები უნდა დაარღვიონ.
ბიზნესი: გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოთ, თორემ შანსი ხელიდან გაგექცევათ.
სიყვარული: ურთიერთობა გაურკვევლობას შეიცავს, მაგრამ თუ გულწრფელები იქნებით, ყველაფერი გაირკვევა.
კარიერა: მეტი სიფრთხილე გმართებთ, რადგან ვიღაც თქვენს შეცდომას ელოდება.
სამსახური: რთული დღეა, მაგრამ თქვენი პროფესიონალიზმი დასაფასებელი იქნება.

♎ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: ბალანსის პოვნა გაგიჭირდებათ, მაგრამ გრძნობებს ნუ აჰყვებით.
ოჯახი: ოჯახის წევრები თქვენს რჩევას საჭიროებენ, ამიტომ მოემზადეთ მათი გასაზიარებლად.
ბიზნესი: პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს, ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ.
სიყვარული: სიყვარული სპონტანურად შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ნუ იჩქარებთ.
კარიერა: დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თქვენს პოზიციებს გაამყარებთ.
სამსახური: კოლეგებისგან მოულოდნელ დახმარებას მიიღებთ, რაც საქმეს გაგიადვილებთ.

♏ მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: კონცენტრაციის შენარჩუნება რთული იქნება, მაგრამ აუცილებელი.
ოჯახი: ოჯახში შესაძლო კონფლიქტი, რომელსაც მოთმინებით უნდა შეხვდეთ.
ბიზნესი: ფულის დაბანდებაზე დაფიქრება ღირს, მაგრამ რისკები არ უნდა გამოგრჩეთ.
სიყვარული: თქვენი ემოციები შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს, ვიდრე საჭიროა.
კარიერა: ხელმძღვანელობა შესაძლოა თქვენს იდეებს სკეპტიკურად შეხვდეს, მაგრამ თავი არ უნდა შეიკავოთ.
სამსახური: ზედმეტი პასუხისმგებლობა თავს მოგახვევენ, მაგრამ ღირსეული ანაზღაურებით.

♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: თავისუფლების სურვილი შეიძლება სირთულეებად გადაიქცეს.
ოჯახი: ნათესავებთან ურთიერთობა შეიძლება არ იყოს მარტივი, მაგრამ გულწრფელობა დაგეხმარებათ.
ბიზნესი: კარგი დროა ახალი ბიზნესის წამოსაწყებად, მაგრამ მხოლოდ დეტალური გეგმის შემთხვევაში.
სიყვარული: სიმართლე თქვით, თუნდაც ვინმეს არ მოეწონოს.
კარიერა: თქვენი უნარები დაფასდება, მაგრამ სიფრთხილე მაინც გმართებთ.
სამსახური: პროექტის დასრულება თქვენს მოთმინებაზე იქნება დამოკიდებული.

♑ თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღის მოვლენები: რაც გინდათ, ის გააკეთეთ, მაგრამ შედეგებზეც იფიქრეთ.
ოჯახი: კონფლიქტები თავიდან აიცილეთ, თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ მართალი ხართ.
ბიზნესი: ახალი შეთავაზებები შეიძლება ბევრს გპირდებოდეს, მაგრამ კრიტიკულად გაანალიზეთ.
სიყვარული: ძველი ჭრილობები შეიძლება კვლავ გაგახსენდეთ.
კარიერა: მოთმინება გადამწყვეტი იქნება.
სამსახური: შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს, მაგრამ ენერგია სწორად გადაანაწილეთ.

♒ მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: ცვლილებები ახლოსაა, მაგრამ ჯერ მზად არ ხართ.
ოჯახი: მოლაპარაკებები ოჯახის წევრებთან კონფლიქტებს აიცილებს.
ბიზნესი: ფინანსური სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოთ.
სიყვარული: მოულოდნელი შეხვედრა არ გამოირიცხება.
კარიერა: მოტივაცია დაბალია, მაგრამ დროებითია.
სამსახური: საქმეებზე ფოკუსირება გაგიჭირდებათ.

♓ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღის მოვლენები: ოცნება კარგია, მაგრამ რეალობას ნუ მოწყვეტთ.
ოჯახი: მეგობრული ატმოსფერო კარგია, მაგრამ საზღვრები დაიცავით.
ბიზნესი: მოულოდნელი შემოსავალი მოსალოდნელია.
სიყვარული: ემოციებს ნუ აჰყვებით.
კარიერა: ახალი პასუხისმგებლობები მოგემატებათ.
სამსახური: ყურადღების კონცენტრაცია გაგიჭირდებათ.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.