USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 მაისი?!
Date:  905

რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 1-ლი მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება თქვენ გარშემო, თავს მით უკეთესად გრძნობთ. ახლა ყველაზე მეტად ხალხმრავლობა და ურთიერთობები გჭირდებათ. გირჩევთ სახლიდან გასვლამდე მოსალოდნელი ფინანსური დანახარჯი გათვალოთ, რათა ბიუჯეტს არ გადააჭარბოთ და ცარიელი ჯიბით არ დაბრუნდეთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თანამდებობით თქვენზე მაღლა მდგომ ადამიანებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. ასევე, შეიძლება გაუგებრობები წარმოიშვას უფროს ნათესავებთან ურთიერთობაშიც. თუმცა, გირჩევთ ის აკეთოთ, რაც თავად გსურთ და არა გარშემო მყოფებს. სამსახურში დამატებით ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ - ამისთვის არც ძალა გეყოფათ და არც სურვილი.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შესაძლოა, ამ დღეს გეგმის მკვეთრად შეცვლა მოგიწიოთ, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. სამსახურში მოულოდნელი პრობლემები დაწყებული საქმის დასრულების საშუალებას არ გაძლევთ. თუ უმიზეზო სევდა მოგეძალათ, მარტო ნუ დარჩებით - გვერდით გყავდეთ ადამიანი, ვინც თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

უბრალო გაუგებრობის გამო მეგობრებისა და თანამოაზრეების წრეში ცვლილებები გელით. მზად იყავით პარტნიორთან უთანხმოებისთვისაც, რისი მიზეზიც შეიძლება ფინანსები გახდეს. არახელსაყრელი დღეა ბანკებთან ურთიერთობისთვის. დღის მეორე ნახევარში შეხვედრა გელით საინტერესო ადამიანებთან. ამიტომ ნუ მოერიდებით ხალხმრავალ შეკრებებს, სადაც სასარგებლო კონტაქტების დამყარებას შეძლებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ სამსახურში ნაკლები იაქტიუროთ, რომ მენეჯმენტს თვალში არ მოხვდეთ. შეეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ მაშინაც, როდესაც გარშემო მყოფები ცდებიან ან უსამართლოდ გექცევიან. დროულად მიღებული ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ გაურკვეველ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გარკვეული ვალდებულებების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სამსახურში მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან ან მენეჯმენტთან. გამორიცხული არაა ცვლილება, რომელიც არ მოგეწონებათ. შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისთვის, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მიზნების მისაღწევად ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევთ, განსაკუთრებით - დღის პირველ ნახევარში. საბედნიეროდ, ახლოს არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ რჩევისა და დახმარებისთვის მიმართოთ. თავი შეიკავეთ უსარგებლო ნივთების შეძენისგან და ეცადეთ, ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ. შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა და გარკვეულ გარემოებებთან ადაპტაცია მოგიწიოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

პარტნიორთან კამათი და გაუგებრობა გელით. სავარაუდოდ, ეს საყოფაცხოვრებო საქმეების ან დღის გეგმების გამო მოხდება. არახელსაყრელი დღეა სტუმრების მისაღებად ან ნათესავებთან ურთიერთობისთვის.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით მიზნის მიღწევა იმაზე ადვილი იქნება, ვიდრე ფიქრობდით. ამაში ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას ან უბრალოდ, კარგ დამოკიდებულებასაც არ ელოდით. ახლა ყველაზე მეტად თავდაჯერება და სიმტკიცე გჭირდებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეცადეთ, უსარგებლო ნივთებში და გართობაში ბევრი ფული არ დახარჯოთ, რადგან ოჯახში დაუგეგმავი ხარჯები გელით. მოერიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში ჭამას. არახელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული შესყიდვებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ საქმე, რომელიც შემოქმედებით უნარებს მოითხოვს. ადამიანები, რომლებიც კარგად გიცნობენ, თქვენს ღირსებებს კიდევ ერთხელ დააფასებენ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ზოგჯერ ჩვენი სურვილები შესაძლებლობებს არ ემთხვევა, ამიტომ შეიძლება საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება იგრძნოთ. გირჩევთ, ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ. ეცადეთ ნათესავებთან ურთიერთობისას თავშეკავება გამოიჩინოთ და შემოსული ინფორმაცია გამუდმებით აკონტროლოთ, რათა მხედველობიდან არაფერი გამოგრჩეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. შესაძლებლობა გექნებათ, დაწყებული პროექტი დაასრულოთ და სხვა ადამიანებს დაეხმაროთ. ერთ-ერთ ნათესავთან ან მეგობართან ურთიერთობისას მოსალოდნელია გაუგებრობა, რომელიც მალე აღმოიფხვრება. ამ დღეს დაგეგმილი მოგზაურობა იმედგაცრუებას მოგიტანთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way