USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 1-ლი დეკემბერი ?!
Date:  1675

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ენერგიით სავსე ხართ და არც მუშაობა გეზარებათ, თუმცა დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას ან რთული საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ. ფრთხილად იყავით - დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვის ან უადგილო შენიშვნის გამო შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. დაძაბულ სიტუაციას იუმორი განმუხტავს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს დახმარების თხოვნაზე უარი არავის უთხრათ. თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენს გარემოცვაში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს თავის სასარგებლოდ იყენებს. სამსახურში საკუთარი მოვალეობების გარდა, შეიძლება მენეჯმენტის მოვალეობების შესრულებაც მოგიწიოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს და არასწორ ინფორმაციას გაწვდით. ეცადეთ, ყველა ფაქტი გადაამოწმოთ, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. ემოციური სტრესის დაძლევაში საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს შესაძლოა ინტუიციამ გიმტყუნოთ, ამიტომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად არ უნდა მიიღოთ. უსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მათი აზრით დაინტერესდით. კამათის და დისკუსიების დროს ეცადეთ, მეტად იაქტიუროთ და საკუთარი პოზიციები დაიცვათ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესაძლოა ამ დღეს დაუმსახურებელ კრიტიკას შეეჯახოთ. პრობლემამ არ შეგაშინოთ, ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ უკან დაიხიოთ და იმედი დაკარგოთ. გირჩევთ რჩევისთვის პროფესიონალებს მიმართოთ, რომლებიც რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებიან. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ და ნაყოფიერ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ყურადღება მიაქციეთ, ფულს რაში და რამდენს ხარჯავთ. შესაძლოა, ამ დღეს ფული სრულიად უსარგებლო და უხარისხო ნივთებში გადაიხადოთ, ამიტომ მაღაზიებში სიარულს უნდა მოერიდოთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ სანამ დაიჯერებთ, ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. დროა მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ჯანსაღი ცხოვრების წესს აირჩიოთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დარჩით თქვენი პრინციპების ერთგული და საკუთარ მიზნებზე უარს ნუ იტყვით. შესაძლოა, სამსახურში წარმოქმნილი პრობლემების გამო ხასიათი გაგიფუჭდეთ და იმედგაცრუება იგრძნოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ, რადგან რამდენიმე დღეში სიტუაცია გამოსწორდება და ჩანაფიქრს განახორციელებთ. დაუქორწინებელ სასწორებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მოზღვავებული ემოციები ყურადღების მოკრეფასა და ნაყოფიერად მუშაობაში ხელს გიშლით. წვრილმან უსიამოვნებებს მწყობრიდან გამოჰყავხართ და მზად ხართ, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეთ. განწყობას საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესებთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე დღით გადადოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, მეტი აქტიურობისთვის და ხანგრძლივი შრომისთვის უნდა მოემზადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დამატებითი სამუშაო აიღოთ და კოლეგებს პასუხისმგებლობის შესრულებაში დაეხმაროთ. კარგი იქნება, თუ საღამოს საკუთარ თავს პატარა საჩუქარს გაუკეთებთ და სილამაზის სალონს ეწვევით. იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, შესაძლოა, ის სპონსორების მიზიდვაში დაგეხმაროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ყველაზე მეტად სამსახურში აჩქარებას უნდა ერიდოთ, რამაც შეიძლება სერიოზულ შეცდომებამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ. კარგი იქნება, თუ საკუთარი პრობლემებისა და განცდების შესახებ ოჯახის წევრებს უამბობთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს თქვენი აზრები თქვენთვის უნდა შეინახოთ. კრიტიკული შენიშვნებით შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, რისკები კარგად აწონ-დაწონეთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადადეთ - ამ დღეს ემოციები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს მეტი დრო სასწრაფოდ გადასაჭრელ საკითხებს უნდა დაუთმოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება კი, თუ შესაძლებელია, სხვა დღისთვის უნდა გადადოთ. არაფერი შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში ან დღის განრიგში - ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. მალე მოკავშირეები და დამხმარეები გამოჩნდებიან, რომლებიც თქვენი საზრუნავის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way