USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 ივნისი?
 1037

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ნუ ელით, რომ ეს დღე აქტიური და ნაყოფიერი იქნება. უმჯობესია, ის დასვენებას დაუთმოთ და სამსახურის საქმეები მომავალი კვირისთვის გადაიტანოთ. მუშაობამ ისე დაგღალათ, რომ ძალების აღდგენას დრო დასჭირდება. პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფებს ადვილად ხიბლავთ, რაც ჩანაფიქრის შესრულებაში დაგეხმარებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ. ეცადეთ, დილას ადრე გაიღვიძოთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის მოთხოვნილებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მის აზრს მეტი პატივი სცეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ბოლო დროს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებთ, მაგრამ დროა, სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ, რადგან თქვენი გადაწყვეტილებები მათზე მოქმედებს. გირჩევთ, ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

კვირის შედეგებით უკმაყოფილო ხართ, რაც თქვენს განწყობაზე მოქმედებს. ჯავრი საყვარელ ადამიანებზე რომ არ იყაროთ, ეცადეთ, საკუთარ მდგომარეობას გონივრულად შეხედოთ. ჩამოწერეთ ყველა დაშვებული შეცდომა და სიტუაციის მოგვარების ვარიანტები. ეს უკეთესია, ვიდრე ნერვიულობა და ყვირილი. გაუგებრობის თავიდან აცილებისთვის ჯობს, ადამიანებს ახსნა-განმარტებები მოსთხოვოთ. თანამოსაუბრე როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, თავაზიანობის საზღვრებს ნუ გადახვალთ და თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ, რომანტიკული ან საქმიანი ურთიერთობები სამომავლოდ გადადოთ და შაბათი საყოფაცხოვრებო საკითხებისა და საშინაო პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ. ამ მხრივ იმდენი საქმე დაგროვდა, რომ მათი დასრულებისთვის ერთი დღე არ გეყოფათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და მიეცით ის, რაც სურს. ამ დღეს ყველაზე მეტად მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შაბათი თქვენს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანს არ მოიტანს, მაგრამ საყვარელი ადამიანების უკეთ გაცნობას შეძლებთ. ეცადეთ, ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ - ახლა მათ თქვენი მხარდაჭერა და რჩევა სჭირდებათ. თუ რეალობას მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ახალ სამსახურში გადასვლის შეთავაზებას მიიღებს. იფიქრეთ, გააანალიზეთ, მაგრამ ეცადეთ, ეს ინფორმაცია სახლის გარეთ არ გავიდეს - შესაძლოა, ვიღაცამ თქვენთვის ხელის შეშლა სცადოს. ნუ დაეხმარებით ადამიანს, ვისაც თქვენი დახმარება არ სჭირდება. შეგიძლიათ საკუთარი ენერგია ბევრად უფრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეს დღე პესიმისტური განწყობით დაიწყება - ბევრი დაგეგმილი აქტივობა და შეხვედრა გაუქმდება, რაც ასევე გაგაბრაზებთ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ცხოვრება საკუთარ სურვილებს და კაპრიზებს არ უნდა შეუსაბამოთ. გირჩევთ, თუნდაც უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სასურველია, რომ შაბათ-კვირა კარიერულ პერსპექტივებზე ფიქრს დაუთმოთ. თუ გრძნობთ, რომ სამუშაო სიამოვნებას არ განიჭებთ, ამის შესახებ მენეჯერს უნდა გაესაუბროთ და ხელსაყრელი გამოსავალი იპოვოთ. ახალი ურთიერთობის დაწყებას ნუ იჩქარებთ. ჯობს ჯერ ადამიანს დააკვირდეთ და მისი ხასიათი კარგად შეისწავლოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შეიძლება ამ დღეს აღმოაჩინოთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეთ. სავარაუდოდ, პრობლემის მოგვარების სხვა გზაც არსებობდა, რომელიც გამოგრჩათ ან არ იცოდით. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. ვარსკვლავების მხარდაჭერით, შეგიძლიათ გარისკოთ და თამამი გეგმები განახორციელოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გირჩევთ, მცირე შესვენება აიღოთ - არსად იჩქაროთ, არავის შეხვდეთ და არაფერი აკეთოთ. ტელეფონი გათიშეთ, მოდუნდით და დაისვენეთ. პერიოდულად ასეთი განტვირთვის მოწყობა ძალიან სასარგებლოა. ეს დაგანახვებთ, რამდენი ზედმეტი და უსარგებლო რამეა თქვენს ცხოვრებაში.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თქვენი შრომისმოყვარეობა გარშემო მყოფებში შურს და აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა შაბათს შეგიძლიათ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლება მისცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავოთ - შესაძლოა, სწორად ვერ გაგიგონ.

ანალიტიკა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.