USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 ივლისი?
თარიღი:  9733

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მენეჯმენტი თქვენს ნაყოფიერ მუშაობას ღირსეულად დააფასებს და შესაძლოა, ხელფასის გაზრდით ან დაწინაურებით გაგახაროთ. პირად ურთიერთობებში სირთულეების ასაცილებლად ეცადეთ, პარტნიორზე მეტი იზრუნოთ, მისი განცდებით დაინტერესდეთ და გამოცდილება გაუზიაროთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს მნიშვნელოვანი საუბარი ან დისკუსია გამოცდილებას შეგძენთ, რომელიც მალე გამოადგებათ. ეცადეთ, უსიამოვნო მოვალეობებს დადებითად მოეკიდოთ და რთული საკითხის გადაჭრის უჩვეულო გზა იპოვოთ. მეგობრის რჩევა რთული დ მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სიურპრიზების დღეა, ამიტომ როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო მოულოდნელობებისთვის მზად უნდა იყოთ. მოერიდეთ საშიშ ადგილებს და სარისკო მოქმედებებს. გავლენიან ადამიანებთან კამათს თავი აარიდეთ და განსახილველაად ნეიტრალური თემები შეარჩიეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, ეს დღე დილიდან დაგეგმოთ. ეს ძალების დაზოგვასა და დაწყებული საქმეების დროულად დასრულებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა შეზღუდოთ და საყვარელ ადამიანებთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ - ამით ოჯახურ ურთიერთობებს განამტკიცებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დაძაბული დღეა. შესაძლოა, სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და არ ინერვიულოთ, თუ გეგმები ბანქოს სახლივით თავზე დაგენგრევათ. გახსოვდეთ, რომ საინტერესო შესაძლებლობები რთულ სიტუაციაშიც კი შეიძლება ნახოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად აკონტროლოთ და თუ საჭიროა, პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი დაიწყოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს დამკვირვებლის პოზიციას უნდა დასჯერდეთ. მოვლენების მიმდინარეობაში ნუ ჩაერევით, სანამ იღბლიან შანსს არ დაინახავთ. ხიფათიანი დღეა, ამიტომ მჭრელ საგნებთან და ცეცხლთან ფრთხილად უნდა იყოთ. თუ გადაკრულად ნათქვამ სიტყვებს და ემოციებს დააკვირდებით, ნათქვამის ფარულ მნიშვნელობას მიხვდებით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გახსოვდეთ, რომ ოჯახში დაძაბული ვითარება შეიძლება გულწრფელი საუბრით და საყვარელი ადამიანების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობით განმუხტოთ. ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ცოტა ხნით მოცდა ჯობს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ემოციურად რთული დღეა. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი თქვენს ურთიერთობას სერიოზულად დააზარალებს. ეცადეთ, თანამოსაუბრის მიმართ თავაზიანობა და ინტერესი გამოიჩინოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას - სანამ რამეს გააკეთებთ, მოსალოდნელი შედეგი კარგად უნდა გათვალოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ახლობელ ადამიანებთან უშედეგო კამათს ჯობს, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ და საყვარელი საქმე აკეთოთ. თუ თქვენი ურთიერთობა მაინც კამათში გადაიზარდა, ეცადეთ, დაძაბულობა იუმორით და პოზიტიური განწყობით განმუხტოთ. უარი თქვით სარისკო შეთავაზებებზე, რომ ფინანსური ზარალი თავიდან აიცილოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

რთულ სიტუაციაში ისე უნდა იმოქმედოთ, როგორც ინტუიცია გიკარნახებთ. ხელსაყრელი დღეა მოკავშირეებისა და ახალი პარტნიორების მოსაძებნად. თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოდის, მეორედ უნდა სცადოთ. თქვენი მონდომება და მიზანსწრაფულობა აუცილებლად დაჯილდოვდება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა გამოიჩინოთ, თუნდაც იმედები გაგიცრუონ. გახსოვდეთ, რომ იდეალური ადამიანი არ არსებობს, ამიტომ ეცადეთ, საყვარელი ადამიანის მანკიერი მხარეები მეტისმეტად არ აკრიტიკოთ. საკუთარი სიტყვების გამო შეიძლება მალე ინანოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მოერიდეთ გულწრფელობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. უნებურად გამჟღავნებული საიდუმლო უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. ნოსტალგია განწყობაზე მოქმედებს და მნიშვნელოვანი საქმეების კეთების საშუალებას არ გძლევთ. გირჩევთ, საღამო მეგობრების კამპანიაში ან სუფთა ჰაერზე გაატაროთ.

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის