USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 ივლისი?
дата:  479

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ნებისმიერი, ყველაზე უმნიშვნელო მიზეზიც კი გაღიზიანებთ, ამიტომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მოსალოდნელია გაუგებრობა და კონფლიქტიც კი. ვარსკვლავები გირჩევენ ჯერჯერობით ძვირადღირებული ნივთების შეძენისგან, ფინანსური ოპერაციებისა და დაპირებების მიცემისგან თავი შეიკავოთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მოემზადეთ იმისთვის, რომ გარშემო მყოფები თქვენს ქცევას ან შესრულებულ სამუშაოს გააკრიტიკებენ. ამ დღეს ურთიერთობა ახლობელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ და იძულებული ხართ სათქმელი რამდენჯერმე გაუმეოროთ. ყველაფრის მიუხედავად, საკუთარ გეგმებზე უარს ნუ იტყვით. კამათის დროს მოწინააღმდეგეზე ზეწოლას მოერიდეთ. სასურველი შედეგის მისაღწევად მეტი მოქნილობა და დიპლომატიური თვისებები უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

იღბლიანი დღეა შინაგანი ხმა გიკარნახებთ მნიშვნელოვან კითხვას როგორ უპასუხოთ. თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ხანმოკლე მოგზაურობა საინტერესო და სასიამოვნო იქნება. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დილიდან თავს გაღიზიანებულად გრძნობთ და საქმის დაწყება გიჭირთ. ახლობელი ადამიანების შენიშვნებს მტკივნეულად აღიქვამთ და ზოგჯერ უხეშად პასუხობთ. ეცადეთ ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება და სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. გირჩევთ ფინანსური საკითხების განხილვა სამომავლოდ გადადოთ. ძვირადღირებული ნივთის შეძენით შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თქვენი პიროვნული ხიბლი და ხალისი გულგრილს არავის ტოვებს. გრძნობთ, რომ საპირისპირო სქესის წარომადგენელთა ყურადღებას იქცევთ და ამით კმაყოფილი ხართ. აჩქარება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ. მშვენიერი დღეა შოპინგისა და ლამაზი ნივთების შესაძენად. საღამოს შესაძლოა საყოფაცხოვრებო პრობლემა წარმოიშვას.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ამყარებთ და შეგიძლიათ თქვენს მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანიც კი მოხიბლოთ. ისარგებლეთ ხელსაყრელი შესაძლებლობით, რომ თანამოაზრეები იპოვოთ და სასარგებლო კონტაქტები დაამყარეთ. საღამოს ძველ მეგობრებთან შეხვედრა უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. ყურადღებით უსმინეთ, რას ლაპარაკობენ თქვენ ირგვლივ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ურთიერთობისთვის ხელსაყრეელი დღეა. „რკინის ნერვების“ წყალობით შეგიძლიათ კრიტიკული შენიშვნები მშვიდად მოისმინოთ და შურიანი ადამიანების შეურაცხმყოფელ გამოთქმებს ყურადღება არ მიაქციოთ. გირჩევთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე საკუთარ წარმატებებზე მეტი ისაუბროთ და სამომავლო გეგმებზე ნაკლები. იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, არ დაივიწყოთ და ეცადეთ უახლოეს ხანებში განახორციელოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

რთული და შრომატევადი კვირის შემდეგ ნამდვილად იმსახურებთ, რომ თქვენთვის პატარა საჩუქარი იყიდოთ, მასაჟი ან ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ. საღამოს მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემა, რომელსაც ადვილად გაუმკლავდებით. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს წინდახედულობა გამოიჩინოთ და დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით ძვირფასი ადამიანი შეურაცხყოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ნაყოფიერი და წარმატებული დღეა. წვრილმან პრობლემებს სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტთ. ძირითადად, ყველაფერს დამოუკიდებლად უმკლავდებით, მაგრამ თუ მხარდაჭერა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრების იმედი გქონდეთ. თუ შესაძლებელია, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და დავალება შუადღისთვის დაგეგმეთ, როდესაც სასიცოცხლო ენერგიით სავსე იქნებით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს იდეის გარშემო თანამოაზრეების გაერთიანება და მათი ლიდერობა მოგიწევთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების კრიტიკას, რამაც შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. სიჩქარის გამო შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ, რომელიც ბევრ ადამიანს და, პირველ რიგში, თქვენ დაგაზარალებთ. ამიტომ ნელა იმოქმედეთ, ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალეთ და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ბევრი საინტერესო საქმე გელით, რაც დიდ დროს წაგართმევთ. მოწვევებზე უარს ნუ იტყვით. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი ნამდვილი მოკავშირეები ან მეგობრები გახდებიან. მოგზაურობისას შესაძლოა მცირე პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ ამას სწრაფად მოაგვარებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დღის პირველ ნახევარში შეიძლება მცირე შფოთი და დისკომფორტი იგრძნოთ. დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ჩხუბი გამოიწვიოს, ამიტომ მეტი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ და ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати