USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 1-ელ მარტს?
Date:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელ მარტს:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ მოერგოთ ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იწყება. თუ ემოციურ დისკომფორტს ან გაღიზიანებას გრძნობთ, ყველაფერი გვერდით გადადეთ და სასიამოვნო საქმით დაკავდით. მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება მალე სანანებელი გაგიხდეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დილიდან შინაგან მოუსვენრობას გრძნობთ და მუშაობასა თუ ურთიერთობებში სიცხადის, სტაბილურობისა და თავდაჯერების მიღწევას ცდილობთ. ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სამომავლოდ გადადოთ და თავი იმით გაინებივროთ, რისთვისაც დრო არასოდეს გყოფნიდათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დილიდან აქტიური მუშაობისთვის და ინიციატივის აღებისთვის უნდა მოემზადოთ. თუ დროს უსარგებლო საუბრებში არ დაკარგავთ, შეძლებთ დაწყებული საქმე დროულად და წარმატებით დაასრულოთ. ყველაზე მეტად კამათს უნდა მოერიდოთ და კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნა სცადოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს დააკვირდთ და ეცადეთ, ყურადღებიდან უმცირესი წვრილმანიც არ გამოგეპაროთ. ის, რაც დღეს უმნიშვნელო ხარვეზად მიგაჩნიათ, ხვალ შეიძლება მტკივნეულ პრობლემად იქცეს, რომლის მოგვარება გაგიჭირდებათ. საღამოს მხიარულ და კეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობა ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, ეცადეთ, უფრო მოქნილად იმოქმედოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რთული და ემოციურად დატვირთული დღეა. სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, იუმორის გრძნობა და პლანეტების კეთილგანწყობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. უსიამოვნო ამბისგან ტრაგედიას ნუ შექმნით, მით უმეტეს, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება. მარტოხელა ლომებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მთელ დღეს ოთხ კედელში არ გაატარებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

1-ელ მარტს რთული ამოცანების შესრულებისთვის უნდა მოემზადოთ. ნუ შეშინდებით, იღბალი თქვენს მხარეზეა. ეცადეთ ახალ გარემოებებს, მოერგოთ და შესაძლებლობით ისარგებლოთ. სავარაუდოდ, თქვენს მონდომებას მენეჯმენტი შენიშნავს და ფინანსური წახალისება ან დაწინაურება მიიღოთ. თუ რაღაცის შეცვლა გსურთ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და თუ ვერაფერს ცვლით - მოთმინება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გამუდმებით კამათის და საკუთარი სიმართლის მტკიცების სურვილმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ და განწყობა გაგიფუჭოთ. დაპირისპირების ნაცვლად, ეცადეთ გარემოებებს მოერგოთ და კომპრომისები ეძებოთ. ამ დღეს გამოცდილი პროფესიონალების რჩევა ძალიან გამოგადგებათ. თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული უნდა იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, დამატებითი მოვალეობების აღებას მოერიდოთ და ყურადღება თქვენს უშუალო პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. ამ დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ამიტომ შრომატევად საქმეებს უნდა მოერიდოთ და მეტი დაისვენოთ. თავი შეიკავეთ საყვარელ ადამიანებთან კამათისგან და ეცადეთ, საუბარი ნეიტრალურ თემებზე გადაიტანოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდი, მიზანდასახული და საქმიანი ხართ და ნებისმიერ სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდებით. ერთადერთი, რის კეთებასაც უნდა მოერიდოთ, შემოქმედებაა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩვეულის საზღვრებს არ გასცდეთ. ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი არაეფექტური.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ მოვლენების შუაგულში იტრიალოთ და ყურადღებიდან არაფერი გამოგეპაროთ. ურთიერთობებში უკიდურესად ფრთხილად უნდა მოიქცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებრობა და კონფლიქტი გელით. ემოციური სტრესის მოხსნას საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრით შეძლებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გელით, თუმცა რჩევასა და დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით მათ, ვინც ამას ითხოვს. მზად იყავით, რომ ზოგი სიახლე არ მოგეწონებათ და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილების გამოხატვით და ბუზღუნით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს უპირატესობა სასწრაფოდ მოსაგვარებელ საქმეებს უნდა მიანიჭოთ. გირჩევთ, დამატებით მოვალეობებზე უარი თქვათ - მეტის გაკეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. არ დაივიწყოთ პირობა, რომელიც ოჯახის წევრებს მიეცით.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way