USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივნისისთვის?
Date:  778

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ხელოვნებასთან დაახლოების სურვილს იგრძნობთ, ამიტომ ეცადეთ ქალაქის ყველა მუზეუმი თუ საგამოფენო დარბაზი მოინახულოთ ან რაღაც ლამაზის და გამორჩეულის შექმნა სცადოთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ყველაზე მეტად მოძრაობა გჭირდებათ. შეგიძლიათ, შესვენების დროს შენობიდან გასვლა და ფეხით გასეირნება სცადოთ. სუფთა ჰაერზე ყოფნა და ფიზიკური აქტივობა თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მორცხვობა ზოგჯერ წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. საჯარო გამოსვლის შიში გაიძულებთ საინტერესო შემოთავაზებებზე უარი თქვათ. დროა, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ. სიმორცხვის დაძლევისა და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის საკუთარ ხანგრძლივი მუშაობა დაგჭირდებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები მეტი აქტიურობისკენ მოგიწოდებენ. ახლა იმდენი ენერგია გაქვთ, რომ შეგიძლიათ ახალი პროექტები დაიწყოთ და წარმატებას მიაღწიოთ. ის, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ, თქვენ შეგიძლიათ მარტივად განახორციელოთ. ამისთვის გჭირდებათ ცოტა მეტი თავდაჯერება. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ეს ურთიერთობა განახლდება თუ არა.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს იუმორის გრძნობა ახალ კამპანიაში, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. ნუ ნერვიულობთ იმაზე, თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებთ - თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით - მისი ასრულების დროა.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მავნე ჩვევებს ომი გამოუცხადოთ. გრძნობთ, რომ ბოლო დროს ეჭვიანი გახდით. შეეცადეთ, ამის ნამდვილი მიზეზი გაიგოთ. დროა საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები გააანალიზოთ და სამოქმედო გეგმა დასახოთ. პროფესიულ საქმიანობაში შეცდომების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარი გადაწყვეტილებები კოლეგებთან და პარტნიორებთან შეათანხმოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებთ. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა საზოგადებრივი მუშაობისთვის. შესაძლოა, კონკურენტთან დაპირისპირება გამწვავდეს. მზად იყავით იმისთვის, რომ ოპონენტი თავის სასარგებლოდ ძალიან დამაჯერებელ არგუმენტებს წარმოადგენს. შეიძლება ისეთ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებშიც კარგად ერკვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეთ და ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

სიახლემ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ემოციებს სწრაფად გაუმკლავდებით და ყველა პრობლემას მოაგვარებთ. ახლა თქვენს პირად ცხოვრებაში ისეთი პერიოდია, როდესაც საერთო ენას ოჯახის ყველა წევრთან ადვილად პოულობთ. შეეცადეთ ეს მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ. სასურველია, რომ დაგეგმილი მოგზაურობა რამდენიმე დღით გადადოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის ხანდაზმულ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შეიძლება დაბნეულობის და უყურადღებობის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. განსაკუთრებულად ფულს და საბუთებს უნდა გაუფრთხილდეთ და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოთ. ეცადეთ, თქვენი პროფესიული დონე გააუმჯობესოთ და ახალი უნარები შეიძინოთ - ისინი მალე კარიერული წინსვლისთვის დაგჭირდებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და შორეული მგზავრობისთვის არახელსაყრელი დროა. უმჯობესია ამისთვის მზადება დაიწყოთ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ. თქვენი ფეთქებადი ხასიათი და მუდმივი კამათი მენეჯმენტთან ურთიერთობაში ხელს გიშლით. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

უახლოეს ხანებში შეიძლება ტყუილსა და ინტრიგას შეეჯახოთ. ამაში მონაწილეობა თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება, ამიტომ თავი აარიდეთ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ჭორაობენ და ინტრიგებს ხლართავენ. გამორიცხული არ არის, რომ მათმა „საქმიანობამ“ თქვენი ინტერესები დააზარალოს. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ, მოერიდეთ დაუსაბუთებელ კრიტიკას და უმიზეზოდ გული არავის ატკინოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს იმდენად თავდაჯერებული ხართ, რომ შეიძლება ვიღაცას თქვენი ქცევა აგრესიულად მოეჩვენოს. გახსოვდეთ, რომ საყოველთაოდ მიღებულ წესებს უნდა დაემორჩილოთ და ყველა საკითხი დამოუკიდებლად, სხვების მხარდაჭერის გარეშე მოაგვაროთ. თქვენს ცხოვრებაში სიახლის ნაკადი შემოიჭრება. შესაძლოა, ეს რაღაც ახალი, უჩვეულო გრძნობა იყოს.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way