USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივნისისთვის?
Date:  495

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დროა, პირველ ადგილზე ოჯახი დააყენოთ და მერე სხვა დანარჩენი. ეს ყველაზე სწორი მიდგომა იქნება. მალე ნახავთ, რომ საყვარელი ადამიანების გულს მოიგებთ და მათგან იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე აქამდე იღებდით. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ვიტამინის დეფიციტი.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს გარშემომყოფებისგან ბევრ საქებ სიტყვას მოისმენთ. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ, რადგან ბევრისთვის საუკეთესო მეგობარი იყავით და ბევრჯერ დაეხმარეთ. მშვენიერი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარების და ძველის გაძლიერებისთვის. შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტებს დააფინანსებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხმაური და აურზაური ყურადღებას გიფანტავთ და მუშაობაში ხელს გიშლით. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე, განმარტოება და დაწყებული საქმეების დასრულება გჭირდებათ. ეცადეთ, რომ გაღიზიანებამ, რომელსაც ახლა გრძნობთ, მუშაობაში ხელი არ შეგიშალოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ შეცდომები თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. შეარჩიეთ ადგილი წყალთან ახლოს - ახლა მისი ენერგია ძალიან გჭირდებათ. მოახლოებული ცვლილებებისთვის მოემზადეთ და მომსახურე პერსონალის უხეშობას ყურადღება არ მიაქციოთ. დღეს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამბობენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ნამდვილი მეგობრების პოვნა უფრო და უფრო რთული ხდება, თუმცა თქვენ შეძლებთ საპირისპირო დაამტკიცოთ. მალე შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც განსაკუთრებულ სულიერ კავშირს იგრძნობთ. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ, ამიტომ მოწვევაზე უარს ნუ იტყვით - დროა, ლამაზად ჩაიცვათ და ხმაურიან წვეულებაზე გაემგზავროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

წარსულის გამოცდილებაზე ჯიუტად უარს ამბობთ და გამუდმებით ერთსა და იგივე შეცდომებს უშვებთ, რის გამოც ყველაზე მეტად თავად იტანჯებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტი სერიოზულობა და გონიერება გამოიჩინოთ. საღამოს საინტერესო წიგნის კითხვა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სასწორებო, ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ძალიან კარგია, მაგრამ ზომიერება უნდა დაიცვათ. მოერიდეთ მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებს, ვისგანაც მადლიერების სიტყვები არასოდეს გსმენიათ. ნუ აიძულებ თავს იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც არ მოგწონთ. გირჩევთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მოემზადეთ ემოციურად არასტაბილური დღისთვის, როდესაც გეგმები მუდმივად უნდა ცვალოთ. განწყობაც ცვალებადია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რათა ვინმეს უნებურად ფული არ ატკინოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა, შესაძლოა პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

თუ ხშირად და უმიზეზოდ იღლებით, ეს შეიძლება ავადმყოფობის სიმპტომი იყოს. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ექიმს უნდა ეწვიოთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან კონტაქტის დროს - შესაძლოა, ზოგი მათგანი მწყობრიდან გამოვიდეს. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვერდით მყოფ ადამიანს მიაქციეთ. მოერიდეთ უცნობ ადგილებში სეირნობას ადამიანებთან ერთად, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. სავარაუდოდ, თქვენს უსაფრთხოებას ვიღაც ემუქრება. განსაკუთრებული სიფრთხილე ქალებმა უნდა გამოიჩინონ - უსიამოვნო , თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ბრაზი, რომელსაც ახლა გრძნობთ, წინსვლაში ხელს გიშლით. საჭირო არ არის მუდმივად დაუბრუნდეთ სიტუაციას, რომელიც გაღიზიანებთ. მით უმეტეს, რომ მას სარგებელი არ მოაქვს და თქვენს ცხოვრებაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს. ეცადეთ, მხოლოდ სასიამოვნო ადამიანებთან იურთიერთოთ და მხოლოდ სასიამოვნო თემებზე იფიქროთ და თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თევზებო, გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ - როგორც ჩანს, თქვენს სიახლოვეს ცუდი განზრახვის მქონე ადამიანი გაჩნდა. ნუ მისცემთ მას საშუალებას, რომ მახე დაგიგოთ და პრობლემები შეგიქმნათ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აღადგინოთ.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way