ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
სამსახური: ფოკუსირება პრიორიტეტულ საქმეებზე წარმატებას მოგიტანთ.
ოჯახი: ოჯახში სითბო და ჰარმონიაა მოსალოდნელი, კარგი დღეა ერთად დროის გასატარებლად.
მეგობრები: მეგობრებთან კომუნიკაცია დღეს განტვირთვის საუკეთესო გზა იქნება.
კარიერა: ახალი შესაძლებლობა კარიერაში შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს.
ბიზნესი: რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ.
ჯანმრთელობა: ენერგიული და ძლიერი ხართ, თუმცა დაისვენეთ და აკონტროლეთ სტრესი.
კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
სამსახური: თანაგუნდელებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია.
ოჯახი: მოულოდნელი სიახლეები ოჯახში შეიძლება თქვენს გეგმებს შეეხოს.
მეგობრები: მეგობრებთან შეხვედრა მოტივაციის წყარო გახდება.
კარიერა: დიდი ნაბიჯების გადადგმა სჯობს დაგეგმოთ, ვიდრე იმპულსურად იმოქმედოთ.
ბიზნესი: ინვესტიციებში ფრთხილად იყავით.
ჯანმრთელობა: კარგი ფიზიკური მდგომარეობა გაქვთ, მაგრამ საკვებისადმი ყურადღებით იყავით.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
სამსახური: თქვენი იდეები დღეს მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებს.
ოჯახი: კარგი დღეა ოჯახური პრობლემების მოგვარებისთვის.
მეგობრები: მეგობრებთან გულწრფელი საუბრები დაგეხმარებათ.
კარიერა: თქვენი კომუნიკაციის უნარები წარმატებას მოგიტანთ.
ბიზნესი: საინტერესო პარტნიორული წინადადება დღის ბოლოს შეიძლება მიიღოთ.
ჯანმრთელობა: ენერგიულობა და პოზიტიური განწყობა გაგიძლიერებთ.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
სამსახური: სამუშაო საკითხებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ოჯახი: ოჯახური გარემო მშვიდი და მხიარულია.
მეგობრები: მეგობრებთან ახალი იდეების განხილვა სასიამოვნო იქნება.
კარიერა: სამომავლო გეგმებზე ფოკუსირება სასარგებლოა.
ბიზნესი: მოლაპარაკებები ფინანსურ საკითხებზე დადებითად წარიმართება.
ჯანმრთელობა: დრო დაუთმეთ დასვენებას და ჯანსაღ კვებას.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
სამსახური: თქვენი ლიდერული უნარები გამოაჩინეთ.
ოჯახი: ოჯახური გეგმების შესრულება წარმატებულად ჩაივლის.
მეგობრები: საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა შთაგაგონებთ.
კარიერა: იღბლიანი დღეა კარიერული ცვლილებებისთვის.
ბიზნესი: ახალი სტრატეგიები წარმატებას მოგიტანთ.
ჯანმრთელობა: პოზიტიური ენერგია თქვენი საუკეთესო მოკავშირეა.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
სამსახური: დეტალებისადმი ყურადღება წარმატების გარანტიაა.
ოჯახი: ოჯახური საკითხები კარგად გადაიჭრება.
მეგობრები: მეგობრებთან კონტაქტი დღეს სასიამოვნო და სასარგებლოა.
კარიერა: კარგი დროა პროექტების დასრულებისთვის.
ბიზნესი: ფინანსური საკითხების გადახედვა სასარგებლო იქნება.
ჯანმრთელობა: მიიღეთ მეტი წყალი და ივარჯიშეთ.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
სამსახური: კოლეგებთან ურთიერთობა წარმატებას მოიტანს.
ოჯახი: ოჯახში შეთანხმება და ჰარმონია შეინარჩუნეთ.
მეგობრები: მეგობრებთან გართობა მოტივაციას გაგიძლიერებთ.
კარიერა: კრეატიული იდეები წარმატებას მოგიტანთ.
ბიზნესი: მოლაპარაკებები ახალ პარტნიორებთან დადებით შედეგს გამოიღებს.
ჯანმრთელობა: გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
სამსახური: თქვენი ამბიცია დღეს წინა პლანზე იქნება.
ოჯახი: კარგი დროა ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაძლიერებლად.
მეგობრები: მეგობრები საჭირო მხარდაჭერას გაგიწევენ.
კარიერა: კარიერული წინსვლა არის მოსალოდნელი.
ბიზნესი: შემოსავლები თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.
ჯანმრთელობა: ივარჯიშეთ და დაიცავით რეგულარული რეჟიმი.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
სამსახური: შემოქმედებითი ხედვა დღეს დაგეხმარებათ.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია სითბოსა და ჰარმონიას მოგიტანთ.
მეგობრები: საერთო გეგმები მეგობრებთან წარმატებას მოიტანს.
კარიერა: პერსპექტიული დღეა ახალი პროექტებისთვის.
ბიზნესი: ფინანსური წარმატება მოსალოდნელია.
ჯანმრთელობა: ფიზიკური ვარჯიშები სტრესს შეამცირებს.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
სამსახური: თქვენი პასუხისმგებლობა კოლეგებისგან დაფასებას დაიმსახურებს.
ოჯახი: ოჯახური ატმოსფერო ჰარმონიული და მშვიდია.
მეგობრები: მეგობრებთან კონტაქტი ახალი შესაძლებლობებისკენ გიბიძგებთ.
კარიერა: ახალი შესაძლებლობები კარიერაში თქვენს ყურადღებას იმსახურებს.
ბიზნესი: ფულის დაბანდების კარგი დროა.
ჯანმრთელობა: დაისვენეთ და ძალები აღადგინეთ.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
სამსახური: გუნდური მუშაობა წარმატების მიღწევის გასაღებია.
ოჯახი: ოჯახში პოზიტიური ატმოსფერო გელით.
მეგობრები: მეგობრებთან ახალი იდეების განხილვა ხელსაყრელი იქნება.
კარიერა: დროა თქვენი უნარები ახალ დონეზე აიყვანოთ.
ბიზნესი: ახალი პარტნიორული შესაძლებლობები შეიძლება გამოიკვეთოს.
ჯანმრთელობა: მეტი მოძრაობა და დასვენება აუცილებელია.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
სამსახური: შემოქმედებითი იდეები მოგიტანთ აღიარებას.
ოჯახი: ოჯახში სითბო და კომფორტი იგრძნობა.
მეგობრები: მეგობრებისგან მოულოდნელი მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ.
კარიერა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გადადეთ.
ბიზნესი: გაფრთხილდით ფინანსური საკითხების მოგვარებისას.
ჯანმრთელობა: ივარჯიშეთ და სწორად იკვებეთ.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.