ფრანგი მხატვარი 93 წლის ასაკში საკუთარ სახლში Neuilly-sur-Seine გულის შეტევით გარდაიცვალა. ბოლო კვირების განმავლობაში მხატვარი თავს შეუძლოდ გრძნობდა. ექიმები მის სიკვდილს კორონავირუსის ინფექციას არ უკავშირებენ.
ალბერ უდერზომ ასტერიქსი კომიქსების მწერალთან რენე გოსინთან ერთად 1959 წელს შექმნა. კომიქსი პირველად ბელგიურ ჟურნალ Pilot-ში გამოიცა. მოთხრობები გალებზე, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს რომაელთა ოკუპაციას, პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში და ითარგმნა 170 ენაზე და დიალექტზე.
რენე გოსინის გარდაცვალების შემდეგ 1977 წელს უდერზო აპირებდა შეეწყვიტა კომიქსების წარმოება, მაგრამ შემდეგ განაგრძო, მან საკუთარ თავზე აიღო როგორც მხატვრის, ასევე სცენარისტის მოვალეობა.
1999 წელს ფრანგულმა გაზეთმა Le Monde- მა ჩაატარა გამოკითხვა "საუკუნის 100 წიგნი“, რომელშიც "გალი ასტერიქსი" -მა 23-ე ადგილი დაიკავა .
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.