USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ასტერიქსი დაობლდა: მხატვარი ალბერ უდერზო გარდაიცვალა
თარიღი:  1126

ფრანგი მხატვარი 93 წლის ასაკში  საკუთარ სახლში Neuilly-sur-Seine  გულის შეტევით გარდაიცვალა. ბოლო კვირების განმავლობაში მხატვარი თავს შეუძლოდ გრძნობდა. ექიმები მის სიკვდილს კორონავირუსის ინფექციას არ უკავშირებენ.

ალბერ უდერზომ ასტერიქსი კომიქსების მწერალთან რენე გოსინთან ერთად 1959 წელს  შექმნა. კომიქსი პირველად  ბელგიურ ჟურნალ Pilot-ში გამოიცა. მოთხრობები გალებზე, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს რომაელთა ოკუპაციას, პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში და ითარგმნა 170 ენაზე და დიალექტზე.

რენე გოსინის გარდაცვალების შემდეგ 1977 წელს უდერზო აპირებდა შეეწყვიტა კომიქსების წარმოება, მაგრამ შემდეგ განაგრძო, მან საკუთარ თავზე აიღო როგორც მხატვრის, ასევე სცენარისტის მოვალეობა.

1999 წელს ფრანგულმა გაზეთმა Le Monde- მა ჩაატარა გამოკითხვა "საუკუნის 100 წიგნი“, რომელშიც  "გალი ასტერიქსი" -მა  23-ე ადგილი დაიკავა .

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის