USD 2.6153
EUR 3.0500
RUB 3.0978
Tbilisi
«Basler Zeitung» (შვეიცარია): „ნიკო ფიროსმანის მოდერნისტული სამყარო“
Date:  4967

შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში (ბაზელ-შტადტის კანტონი) ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით, გაზეთ Basler Zeitung-ში („ბაზელის გაზეთში“) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ნიკო ფიროსმანის მოდერნისტული სამყარო“ (ავტორი - ქრისტოფ ჰეიმი). როგორც მასალაშია აღნიშნული, ეს გამოფენა ყველაზე დიდი და მასშტაბურია მათგან, რომლებიც ევროპაში დღემდე გამართულა - წარმოდგენილია 150-მდე ნახატი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.

პუბლიკაციაში განხილულია ნიკო ფირომანის შემოქმედება, გადმოცემულია ეპიზოდები მისი ბიოგრაფიიდან, ასევე მისი ხელით შექმნილი ცალკეული ნამუშევრების ბედი. აღნიშნულია, რომ საზღვარგარეტ სხვადასხვა გზებით გატანილი ფიროსმანის ნახატების სამშობლოში დაბრუნების საქმეში დიდი როლი მიუძღვის ქართველ მილიარდერს და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს. მაგალითად, სწორედ მისი ძალისხმევით იქნა შესყიდული 2015 წელს ლონდონში კრისტის აუქციონზე ნახატი „არსენალის მთა ღამით“ 962 500 გირვანქა სტერლინგად, რომელიც ფიროსმანმა თბილისში შექმნა 1920 წელს, შემდეგ მისი მფლობელი საქართველოს მწერალთა კავშირი გახდა, 1977 წელს კი საფრანგეთის კომპარტიის ცნობილ მოღვაწეს ლუი არაგონს აჩუქეს. ასევე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა ლონდონის სოთბის აუქციონზე ფიროსმანის ნახატი „ირემი წყლის პირას“ 629 ათას გირვანქა სტერლინგად. ორივე ნახატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.

სტატიაში მიმოხილულია ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფია (დაიბადა 1862 წელს) ახალგაზრდობის წლები, შრომითი საქმიანობა, შემოქმედება, მისი ნახატები, რომელთაგან ბევრი დაკარგულია, თვითონ მხატვარი კი 1918 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა და მისი სახელი დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებული იყო.

„ფიროსმანის შემოქმედებაში ვხედავთ ქართულ ფოლკლორულ ფერწერას, იგრძნობა ბიზანტიური იკონოგრაფიისა და შუა საუკუნეების [იტალიური] ხელოვნების გავლენა. უეჭველია, რომ გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია „მეთევზე წითელ პერანგში“, რომლის შექმნის თარიღი, ისევე როგორც სხვა ნამუშევრებისა, დღემდე უცნობია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ავტორი ერთმანეთთან აკავშირებს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას, განიხილავს მისი ხატვის [მოდერნისტულ-პრიმიტივისტულ] სტილს, ყურადღება უთმობს მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული საზოგადოების მდგომარეობას. პუბლიკაციის დასასრულს აღნიშნულია, რომ გამოფენა 2024 წლის 28 იანვრამდე გასტანს.

წყარო: https://www.bazonline.ch/ausstellung-in-der-fondation-beyeler-die-modernistische-puppenwelt-des-niko-pirosmani-694821432123

 

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way