USD 2.7247
EUR 2.9345
RUB 2.7873
Тбилиси
«Basler Zeitung» (შვეიცარია): „არჩევნები საქართველოში: ოპოზიციას სასამართლოს იმედი აქვს, რომელმაც ხმის მიცემის შედეგები უკვე 30 ოლქში გააუქმა“
дата:  132

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ბასლერ ცაიტუნგში“ (Basler Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „არჩევნები საქართველოში: ოპოზიციას სასამართლოს იმედი აქვს, რომელმაც ხმის მიცემის შედეგები უკვე 30 ოლქში გააუქმა“ (ავტორი - ფრენკ ნოიჰეისენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იქნებ ეს ფაქტი ის მცირე დასაწყისია, რომელიც კიდევ უფრო გამრავლდება და საბოლოოდ ყველაფერს შეცვლის? იქნებ ის ფაქტი, რაც პროვინციულ ქალაქ თეთრიწყაროში მოხდა, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მანიშნებელია და ქვეყანას სწორ გზაზე - ევროკავშირისაკენ შეაბრუნებს?  ოპოზიციას იმედი აქვს. ოპოზიცია არ აღიარებს პრომოსკოვური მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ოფიციალურად გამოცხადებულ გამარჯვებას.

„თეთრიწყაროს პრეცედენტი“

თეთრისწყარო თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრზე მდებარეობს. ორსაბათს ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საარცევნო ოლქში ხმის მიცემის წესი - ფარული კენჭისყრა - დაირღვა: ბიულეტენები, რომლებიც სკანერში იყო მოთავსებული, ისეთი თხელი იყო, რომ მათზე სრულიად გარკვევით ჩანდა გაფერადებული რგოლი, ანუ შეიძლებოდა იმის გაგება, თუ ვის მისცა თავისი ხმა ამომრჩეველმა. თეთრიწყაროს ოლქის 30-ვე საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა, რაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა არჩევნების წესების დარღვევის გამოვლენაში.

ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ მოსამართლის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მან გამოიჩინა გაბედულება და პროფესიონალიზმი, გამოავლინა კანონმორჩილება და მთავრობისათვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო.

კავკასიურ სახელმწიფოში ხელისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება. ოპოზიციამ, რომელიც ოთხპარტიულ ალიანსს წარმოადგენს, დაადგინა, თუ როგორ, რა გზებითა და მეთოდებით უნდა იმოქმედოს.

რა უნდა გრეტას თბილისში?

საქართველოს დედაქალაქში 4 ნოემბერს გამართულ ოპოზიციურ დემონსტრაციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა (მაგრამ არა იმდენი, რამდენიც არჩევნების შემდეგ ჩატარებულ მიტინგში), პლუს გრეტა ტუნბერგი. ცნობილი შვედი აქტივისტი თბილისის ქუჩებში თავის მოქსოვილი ქუდით დადიოდა და აცხადებდა, რომ იგი ქართველ ოპოზიციონერების გვერდით დგას და მათ მხარს უჭერს „თავისუფლებისა და მშვიდობისათვის“ (!) ბრძოლაში.

ოპოზიციას განზრახული აქვს საპროტესტო აქციები თბილისში ყოველდღიურად ჩაატაროს, სხვადასხვა ადგილზე - ზოგჯერ დიდი, ზოგჯერ კი მცირე მიტინგები. ლაშა ბაქრაძე, რომელიც ზაფხულში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა, თავის გამოსვლაში თბილისური პროტესტი 1989 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში (გდრ-ში) მომხდარ გამოსვლებს შეადარა, რომლებმაც საბოლოოდ „ბერლინის კედლის“ დაცემა გამოიწვია.

მოსყიდვა, დაშინება და გაყალბება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ხმების 54% მიიღო, თუმცა ოპოზიცია და პირადად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ციფრებს მცდარად თვლის და არ აღიარებს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრების განცხადებით, არჩევნების პროცესში ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება და ხმების რაოდენობის გაყალბება.

რთული საკითხია - შეძლებს თუ არა მმართველი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და ევროინტეგრაციას დეკლარირებს, იმავდროულად კი უკრაინასთან მეომარი რუსეთის ორბიტისაკენ იხრება, შეძლებს 54%-ის შენარჩუნებას?

ბევრი სოციოლოგიური ინსტიტუტი პროგნოზირებდა, რომ ქართული ოცნებ’ მხოლოდ ხმების 35%-ს მიიღებდა. ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები განსაკუთრებით გასაკვირი აღმოჩნდა ედისონის კვლევითი ინსტიტუტისათვის“, რომელიც საქართველოში საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების შედეგების კვლევას 2012 წლიდან აწარმოებს. დღემდე მათი კვლევის შედეგები ოფიციალურიგან მხოლოდ ერთიდან ხუთ პროცენტამდე განსხვავდებოდა, მაგრამ ამ არჩევნების შედეგების სხვაობამ 13%-ს მიაღწია. „ედისონის ინსტიტუტის“ მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 41% მიიღო - ნაკლები, ვიდრე  მთელმა ოპოზიციამ. „ამის ახსნა მხოლოდ იმ მანიპულაციებით შეიძლება, რომლებსაც მმართველი პარტია ახორციელებდა, განსაკუთრებით რეგიონებში“, - ამბობს ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი რობ ფარბმანი.

პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი არჩევნების მანიპულაციებს უარყოფს და აცხადებს, რომ ოპოზიცია „დეზინფორმაციას ავრცელებს“ და „რუსოფობიითაა შეპყრობილი. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები“.

განწყობა კატეგორიულია: უკომპრომისო ბრძოლა

ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზცია უარს აცხადებს მიღებული მანდატების გამოყენებასა და დეპუტატის მოვალეობის შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პარლამენტის არც პირველ სხდომას არ დაესწრებიან და არც შემდეგ არ მიიღებენ მონაწილეობას საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. „თქვენ პარლამენტში მარტონი იქნებით, კეთროვანებივით“, - მიმართა ოპოზიციონერმა მამუკა ხაზარაძემ (ალიანსი „ძლიერი საქართველო“) მმართველი პარტიის წევრებს.  ოპოზიციის განწყობა კატეგორიულია და კომპრომისზე არ თანხმდება.

და მაინც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ყველაფერი დემოკრატიულ ჩარჩოებში მიმდინარე ჩვეულებრივ მოვლენებად წარმოაჩინოს, იგი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული კურსი უცვლელია და ქვეყანა 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწვერიანებას გეგმავს - იმ მიზნის რეალიზებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული. თუმცა როგორ მოახერხებს ამას, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია - ევროკავშირმა საქართველოს როგორც წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღების პროცესი შეაჩერა, მთავრობის მიერ ავტორიტარული პოლიტიკის საპასუხოდ.

ოპოზიციის მოქმედების გეგმა

ოპოზიციას სურს, რომ არჩევნები განმეორებით ჩატარდეს და ამ მიზნის მიღწევას სამნაწილიანი გეგმის განხორციელებით აპირებს: პირველი - მოსახლეობის ინფორმირება იმ უხეში დარღვევების შესახებ, რაც არჩევნების დროს მოხდა; მეორე - საერთაშორისო პარტნიორებმა არჩევნების შედეგების არაღიარება; მესამე - „დემოკრატიული წინააღმდეგობის“ გაგრძელება ყოველდღიური მიტინგებით და ქუჩის საპროტესტო აქციებით.

რასაკვირველია, ასეთი სტრატეგია საკმაოდ სარისკოა და წარმატების მისაღწევად ბევრ ადამიანს აქციებში მონაწილეობა ხანგრძლივად მოუწევს. და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა ცივი ზამთარი ახლოვდება.

წყარო: https://www.bazonline.ch/wahlen-in-georgien-ein-richter-sorge-fuer-hoffnung-bei-der-opposition-152302990572

 

аналитика
«The Hill» (აშშ): „მკვდრეთით აღმდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).

„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.

დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.

აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.

დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო  საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას,  რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და  სულელებად თვლიდნენ?

მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.

წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати