USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Tbilisi
ასლან ბჟანია - საქართველოს მთავრობის დამხობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ
Date:  

აშშ-სა და ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ, ამისთვის აპრილ-მაისში საქართველოში აქციებს ამზადებენ -განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ, სოხუმში გამართულ პოლიტიკური პარტია “ამცახარას” ყრილობაზე .

მისი თქმით, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება “ძალიან რთულია”, რუსეთი “იძულებულია სპეციალური სამხედრო ოპერაცია” აწარმოოს, ხოლო მის წინააღმდეგ 50 სახელმწიფოზე მეტი გამოდის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და აშშ.

“ამის ფონზე ამავე ძალებს საქართველოს მთავრობის დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ამ მიზნებისთვის ამა წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები მზადდება. დღეს ვითარება უფრო რთულია, ვიდრე 2008 წელს. ჩვენთვის აუცილებელია რუსეთთან და მის რეგიონებთან მრავალმხრივი ურთიერთქმედების გაძლიერება”, - თქვა ბჟანიამ.

მისი თქმით, ე.წ. “აფხაზეთის შეიარაღებული ძალების” მოდერნიზაცია და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა “შესაბამის დონეზე” არ მომხდარა, რაც “სერიოზული შეცდომაა”.

“არის რაღაცები, რაზეც საჯაროდ არ შემიძლია საუბარი. მასშტაბურ სამუშაოს ვატარებთ სამობილიზაციო მზაობის ასამაღლებლად, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ომი არ გვჭირდება, მაგრამ ყველაფრისთვის ვართ მზად. ერთად, ძმურ რუსეთთან ერთიანობაში და კავშირში”, - დასძინა ბჟანიამ.

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way