USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
ასლან ბჟანია - აფხაზეთში აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების მშენებლობა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება აფხაზეთის ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის
თარიღი:  393

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთში აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების მშენებლობა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება აფხაზეთის ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და დადებით როლს ითამაშებს ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა აეროპორტის რეკონსტრუქცია და ქვეყნის გაზიფიცირება.

მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი ე.წ. „კანონპროექტის“ დეტალური შესწავლა შესაძლო რისკების შესამცირებლად და სხვა ქვეყნების პოზიტიური გამოცდილების გაზიარება.

ამასთან, მისი თქმით, არ უნდა მოხდეს ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირება.

ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთს აქვს პოტენციალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მუშაობს. მისი აზრით, არსებობს რისკები, რომ ეს პოტენციალი გამოუყენებელი დარჩეს. ბჟანია უმთავრეს ამოცანად აფხაზეთის ეკონომიკური სუვერენიტეტის გაზრდის აუცილებლობას მიიჩნევს.

„ყველამ ვიცით, რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების, ზოგიერთი სახელმწიფო თანამშრომლის ხელფასს აფინანსებს რუსეთი, რომელიც აწარმოებს ძალიან რთულ ომს, რომლის ერთი დღე 500 მილიონი დოლარი ჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ ვერ გაგვიწიოს ფინანსური მხარდაჭერა და რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?“- აღნიშნა ბჟანიამ.

მისივე თქმით, შეიძლება ისე მოხდეს, ძალოვანმა სტრუქტურებმა ნორმალურად ვეღარ იფუნქციონირონ, რამდენადაც ორი ათას რუბლზე მუშაობას ბევრი არ დათანხმდება.

“არავის ვაშინებ, თუმცა, თუ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ეკონომიკური შინაარსით უნდა იყოს სავსე. განვითარების მთავარი ვექტორი ეს ტურიზმია, ამიტომაც სასტუმროების მშენებლობა კარგია, მაგრამ ისინი 30-40-ჯერ მეტი უნდა იყოს”, - აღნიშნა ბჟანიამ.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის