USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
აშშ Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დარტყმის კვალს ხედავს
თარიღი:  405

აშშ-ში Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დარტყმის კვალს არ გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ ამაზე „გარკვეული ადრეული მინიშნებები“ მიუთითებენ, - იუწყება BBC.

შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია.

კირბიმ საკითხის დეტალურად განხილვისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება. კითხვაზე, აქვს თუ არა ამერიკის მთავრობას სადაზვერვო ინფორმაცია, თუ ისინი ექსპერტების მოსაზრებებს ეყრდნობიან, კირბიმ მოკლედ უპასუხა: „კი“.

Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. კატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 38 დაიღუპა.

თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ თვითმფრინავს ფრინველები შეეჯახნენ, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია, თუმცა შემდეგ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რომ თვითმფრინავი რუსების მიერ ნასროლმა „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტამ დააზიანა, რამაც მისი ჩამოვარდნა განაპირობა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის