USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
აშშ ზელენსკისგან ომის წარმოების უფრო კონკრეტულ გეგმას ითხოვს
თარიღი:  480

აშშ-ს სურს, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომის უფრო კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს. როგორც Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს საკითხი დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრაზე განიხილება.

კერძოდ, როგორც Bloomberg-ს ორმა წყარომ განუცხადა, აშშ შეშფოთებულია ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის არსებული უთანხმოებით, რაც ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესს აფერხებს.

ახლა უკრაინელი სამხედროები 2024 წლის გეგმებს ადგენენ და ვარიანტების სრულ სპექტრს განიხილავენ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის