USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტში მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს
Date:  3271

აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე გამოაცხადა.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მთლიანი ღირებულება 2.175 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

“დახმარების დღევანდელი პაკეტი საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემებს შეიცავს, რომლებიც დაეხმარება უკრაინას თავისი ხალხი დაიცვას, ასევე დაჯავშნილი მანქანები და დამატებითი აღჭურვილობა, მათ შორის Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, საარტილერიო საბრძოლო მასალა და რაკეტები HIMARS სისტემებისთვის”, - თქვა რაიდერმა.

ახალ პაკეტში 181 დაჯავშნილი მანქანა, საშუალო რადიუსის მოქმედების HAWK-ის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 საჰაერო დაზვერვის რადარი, 20 რადარი, საზენიტო ქვემეხები და მათთვის საბრძოლო მასალა შევა.

ამას გარდა, აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს Javelin-ის 250 ერთეულს, 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს და 190 მძიმე ტყვიამფრქვევს.

რაიდერმა დაადასტურა, რომ სამხედრო დახმარების აღნიშნულ პაკეტში მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს.

კერძოდ, საუბარია Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებზე.

“პაკეტის ფარგლებში უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით. ეს მათ საშუალებას მისცემს უფრო დიდი საბრძოლო სიშორე მოიპოვონ და საშუალებს მისცემს საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის ოპერაციები აწარმოონ და დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორიები, რომელთა ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა”, - თქვა რაიდერმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way