USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
дата:  212

აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებით, უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნიან.

„უკრაინის დასახმარებლად კიდევ 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა მივმართე. მაშინ, როცა უკრაინის დამცველები რუსულ ძალებს უკან ახევინებენ, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.

პენტაგონის ცნობით, დახმარების პაკეტი შეიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და ოთხ ერთეულ Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას.

„დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ უკრაინის უსაფრთხოების დამატებითი 400 მილიონ დოლარამდე დახმარების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას სამშობლოს დაცვაში. საერთაშორისო მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის თავდაცვის ურყევ მხარდაჭერაში“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი.

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ინფორმაციით, აშშ სამხრეთ კორეელი მწარმოებლისგან უკრაინისთვის 100 000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს.

„ეს გაზრდილი საჰაერო თავდაცვა გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, რადგან რუსეთი აგრძელებს ფრთოსანო რაკეტებისა და ირანული დრონების გამოყენებას კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, - განაცხადა სალივანმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати