USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
აშშ უკრაინას NASAMS-ის 8 სისტემას გადასცემს
дата:  515

შეერთებული შტატები უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის 8 სისტემას მიაწვდის და ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა.

”შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა 1400 ერთეული Stinger-ი, ანუ მცირე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ასევე მიაწოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის საზენიტო სარაკეტო სისტემები. შეერთებულმა შტატებმა ასევე დადო პირობა (უზრუნველყოს) NASAMS-ს 8 სისტემა და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები. ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება და კიდევ ექვსის მიწოდება მოგვიანებით მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანამ NASAMS-თვის საბრძოლო მასალა უკვე გამოყო და შეერთებული შტატები აგრძელებს სხვა მოკავშირეებისა და პარტნიორების წახალისებას, რომ უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალები მიაწოდონ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати