USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
აშშ უერთდება „1 ტრილიონ ხის“ ინიციატივას - განაცხადა ტრამპმა დავოსში გამოსვლისას
თარიღი:  1305

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შეუერთდება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოთქმულ ინიციატივას - „1 ტრილიონ ხეს“.

ტრამპმა ამის თაობაზე 21 იანვარს გამოაცხადა შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში, სადაც დღეს გაიხსნა ეკონომიკური ფორუმი. წელს ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ეკოლოგიური აქტივისტები, მათ შორის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბურგი, რომლებიც ზეწოლას ახორციელებენ ბიზნესსა და მთავრობებზე.

დავოსზე წარმოდგენილი ინიციატივით, იგეგმება 1 ტრილიონი ხის დარგვა მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში, რაშიც ფინანსურ მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები, მთავრობები და ფილანთროპები.

ინიციატივის მიზანია, ბიძგი მისცეს მსოფლიოში ტყეების განახლების პროცესს ნახშირორჟანგის ჭარბი ემისიის შესაკავებლად, რაც ხშირად ნამარხი ენერგომატარებლების დაწვის ბრალია და რაც, მრავალი მეცნიერის აზრით, გლობალური დათბობის მიზეზია.

„მე დიდად მწამს ეკოლოგიის. მე მინდა, რომ წყალი და ჰაერი იყოს უსუფთავესი“, დასძინა ტრამპმა.

 

თავის გამოსვლაში დონალდ ტრამპმა გარემოსდაცვით საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და გარემოსდამცველ აქტივისტებს „სიკვდილის მაუწყებლები“ უწოდა. მისი თქმით, „შიში და ეჭვი არ არის კარგი აზროვნების პროცესი“.

იხ. "1 ტრილიონი ხის" ინიციატივაhttps://www.1t.org/

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის