USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
აშშ-ში შეიარაღებულმა პირმა რვა ადამიანი მოკლა
Date:  1008

აშშ-ის ჯორჯიის შტატში ცეცხლსასროლი იარაღით რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი აზიელი ქალი, მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მკვლელობები ქალაქ ატლანტასა და მის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილას, მასაჟის სალონსა და სპა ცენტრებში მოხდა.

სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილი, 21 წლის რობერტ აარონ ლონგი დააკავეს, რომელიც ჯორჯიის შტატში ცხოვრობს.

გამოძიება დარწმუნებულია, რომ სამივე ადგილზე დანაშაული ერთმა და იმავე შეიარაღებულმა პირმა ჩაიდინა.

სამართალდამცავები, ჯერჯერობით, მკვლელობების შესაძლო მოტივს ვერ ასახელებენ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way