USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
თბილისი
"აშშ-ში კორონავირუსისგან 65 000-მდე ადამიანი გარდაიცვლება" - დონალდ ტრამპი
თარიღი:  891

დონალდ ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსისგან 60-იდან 65 ათასამდე ადამიანი გარდაიცვლება.

„აშშ-ში კორონავირუსით 2.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვლებოდა რომ არ განგვეხორციელებინა ის რეფორმები და აუცილებელი ღონისძიებები, რაც გატარებული იქნა აშშ-ს მთავრობის მიერ. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ. ჩვენი ძალისხმევის შედეგად საშუალება მოგვეცა სიკვდილიანობის სავარაუდო მაჩვენებელი განგვესაზღვრა, რომელიც ადრე 100 000-იდან 240 000-მდე მერყეობდა“.

„ვგონებ, რომ 100 000 ნიშნულის ქვემოთ ვიქნებით. სავარაუდოდ, 65 000 ადამიანი გარდაიცვლება კოვიდ 19-ისგან“- განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთბული შტატები კორონავირუსის გავრცელების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში, რომლის ფონზეც ინფიცირების 710 272 შემთხვევაა აღნიშნული, რომელთაგან 37 175 ადამიანი გარდაიცვალა. 13 509 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია- უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. იზრდება აგრეთვე გამოჯანმრთლებულთა რიცხვიც-უკვე 63 510 ადამიანი განიკურნა კოვიდ დაავადებისგან.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის