USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
აშშ-ში კორონავირუსისგან 15 000-ზე მეტი წაულა დაიხოცა, რის გამოც ფერმებში კარანტინია გამოცხადებული
дата:  640

შეერთებულ შტატებში აგვისტოს შემდეგ კორონავირუსისგან 15 000-ზე მეტი წაულა დაიხოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი აშშ-ის სოფლის მეურნეობის სექტორის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წაულების დაღუპვის შემთხვევების გამოკვლევის დასრულებამდე ათობით ფერმაში კარანტინია გამოცხადებული.

აშშ-ის იმ შტატებში, სადაც წაულების კოვიდ 19-ით დაინფიცირების ფაქტები გამოვლინდა, აცხადებენ, რომ ისინი ცხოველების დახოცვას არ აპირებენ და დანიაში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან.

ცნობისათვის, დანიის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში მილიონობით წაულას მოკვლა იგეგმება, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულმა ამ ცხოველმა შესაძლოა, ადამიანისთვის ვაქცინის შექმნას შეუშალოს ხელი. მიზეზი წაულებში ახალი კორონავირუსის მუტაცია და ვირუსის მუტირებული ფორმის წაულებიდან ადამიანებზე გადასვლაა.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати