USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
აშშ-ში, გამოფენაზე #vinexpoamerica ქართული ღვინო 20-მა კომპანიამ წარადგინა
Date:  
ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo America“ ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია #ღვინისეროვნულისააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინეს.
 
მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
 
„Vinexpo America“-ში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, მოიძიონ სავაჭრო პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები.
 
გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში, მაია ბართაია დაესწრო.
 
გამოფენის დღეებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის გაიმართა.
 
აღსანიშნავია, რომ, ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 486 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. აშშ ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მე-6 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია - ერთი ლიტრის ქართული ღვინის საშუალო ფასი 6,15 აშშ დოლარია.
World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way