USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
აშშ-ში, TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს
თარიღი:  644
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, აშშ-ში, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის texsom ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო 50 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ-ის ბაზარზე.
 
ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და, ამავე დროს, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას და გაყიდვების ზრდას.
გამარჯვებული 25 ღვინიდან ერთმა ღვინომ მოიპოვა პლატინის, ხუთმა ოქროს, ათმა ვერცხლის და ცხრამ ბრინჯაოს მედალი.
 
ტექსასის სომელიეთა კონფერენცია TEXSOM 2005 წელს დაარსდა ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით. კონფერენცია შემდგომ გადაიქცა ღვინის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებად. 2014 წლიდან კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
 
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2024 წლის აგვისტოში დაგეგმილ TEXSOM-ის სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ღვინის ინდუსტრიის ექსპერტებისა და პროფესიონალების წინაშე მოეწყობა.
 
გამარჯვებული ღვინოები იხ. ლინკზე: https://texsom.com/results/…)
საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის