USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: კრემლის განცხადებები მოსკოვის მახლობლად მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობის შესახებ ცინიკური სიცრუეა
თარიღი:  590

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა მოსკოვის მახლობლად მომხდარ ტერაქტში უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სავარაუდო ჩართულობასთან დაკავშირებით ცინიკური სიცრუეა.

„ვიხილე ეს კომენტარები, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინის კომენტარები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ ტერაქტის უკან რომელიმე ქვეყანა დგას. ვფიქრობ, ცხადია, რომ ეს განცხადებები სიცრუეა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.

„ვიტყოდი, რომ კრემლის მრავალი ოფიციალური პირის ეს კომენტარები უპასუხისმგებლოა. ეს განცხადებები ცინიკურია. და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა გუნდმა ეროვნული ტრაგედია უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომის გასამართლებლად გამოიყენეს“, - დასძინა მან.

https://www.ukrinform.net

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის