USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Тбилиси
აშშ-ს მიერ ძებნილი ჰაკერი თბილისში, მოსკოვის პროესპექტზე, დააკავეს
дата:  

ჰაკერი, რომელსაც ამერიკელები მთელს მსოფლიოში ეძებდნენ, თბილისში მოსკოვის პროსპექტზე დააკავეს. აჰმად ალბაშითი შტატებზე კიბერთავდასხმების სერიის მოწყობაშია ბრალდებული. ზიანი, რაც იორდანიის მოქალაქემ შეერთებულ შტატებს მიაყენა, 50 მილიონს აჭარბებს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ალბაშითი თბილისში ბოლო 10 წელი ცხოვრობდა და სავარაუდო კიბერთვადასხმების სერიასაც აქედან ახორციელებდა. სახლში ძებნილს დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოუჩინეს. 

საბედისწერო შეცდომა იორდანიის მოქალაქემ  მაშინ დაუშვა, როდესაც კიბერდანაშაულის დროს იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართი გამოიყენა, რომელიც წლების წინ ამერიკის საკონსულოში  სავიზო აპლიკაციის შევსასებისას მიუთითა. ასე დადგინდა, რომ პირი, რომლსაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ საქართველში იყო. ახლა დაკავებული კაცის ოჯახი ითხოვს,რომ ამერიკის ნაცვლად ბრალდებულის ექსტრადაცია იორდანიაში განცხორციელდეს. 

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати