USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
აშშ-ს კონგრესმენის შეფასება: „პუტინის მოკავშირე“ ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის „გასაძევებლად“ მუშაობს
Date:  1041

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ოკლაჰომას მეორე ოლქის წარმომადგენელი მარკუეინ მალინი გამოცემა „ჰილისთვის“ დაწერილ სტატიაში საქართველოს ექს-პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწრვთნილ ოლიგარქს“ უწოდებს.

სტატიაში „აშშ გვერდზე უნდა დაუდგეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ მალინი ივანიშვილს სხვადასხვა რამის გამო აკრიტიკებს: წერს, რომ იგი პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების მიუხედავად ქვეყნის დე ფაქტო მმართველად რჩება, რომ ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება არ შეასრულა და არ მომხდარა არც 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია.

მალინი ასევე წერს, რომ „პუტინის მოკავშირე“ საქართველოდან ამერიკული ბიზნესის „გასაძევებლად“ მუშაობს და მაგალითად მოჰყავს მათ შორის კომპანია „ფრონტერა“, რომელთანაც საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში ჰქოდნა დავა. ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს დავა საქართველომ მოიგო.

მალინი ასევე იხსენებს მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს საქართველოს მთავრობის სანქცირებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს კოლეგებს, მიიღონ ეს კანონპროექტი.

საქართველოს მთავრობის ბრიფინგზე მალინის სტატიაზე ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს  საგარეო უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს, რომელმაც განაცხადა, რომ „მარკ მალინი და კიდევ რამდენიმე გამონაკლისი [კონგრესში] შეიძლება იყოს, მათ აქვთ სუბიექტური მოსაზრებები, გარკვეული პოლიტიკური სიმპათიებით, რომელიც შეიძლება ლობისტური ორგანიზაციის მუშაობით იყოს გამოწვეული“.

 

 

 

წყარო: netgazete.com

 

 

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way