USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
აშშ-ს ელჩი დეგნანი სიამოვნებით სარგებლობს საქართველოში შიდა ტურიზმის შესაძლებლობებით
дата:  969

ამ ზაფხულს ელჩი დეგნანი სიამოვნებით სარგებლობს საქართველოში შიდა ტურიზმის შესაძლებლობებით. ამ კვირას ელჩმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ქალ ბიზნეს ლიდერებთან ერთად იმოგზაურა, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

„ზუგდიდში, ბესო ჭითანავას საოჯახო სამზარეულოში გუბერნატორ ალექსანდრე მოწერილიასთან ერთად ელჩმა ყველის გაკეთება ისწავლა. დასავლეთ საქართველოში პირველი ვიზიტისას ელჩი ეცნობა რეგიონის უნიკალურ კულტურულ ტრადიციებს და თავგადასავლების მრავალფეროვნებას, რომელსაც საქართველო ტურისტებს სთავაზობს. ბატონი ჭითანავას სახლში ელჩმა პირადად ნახა, როგორ ეხმარება მას USAID-ის პროგრამა ZRDA ბიზნესის გაფართოებაში, სტუმრების მიღებასა და მათთვის მეგრული სამზარეულოსა და მუსიკის გაცნობაში“ - აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოს განცხადების მიხედვით, ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ ეხმარება ამერიკული ბიზნეს გამოცდილება ქართველებს, წარმოაჩინონ თავისი კულტურული სიმდიდრე და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

ელჩმა, ასევე, დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რათა გაცნობოდა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად ენერგო რესურსების კოორდინაციის საკითხს.

„მოგზაურობისას ელჩი ხშირად ხვდება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ამჯერად, ოკუპირებულ აფხაზეთთან მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ერთგულებას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - აღნიშნულია განცხადებაში.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати