USD 2.6424
EUR 3.0144
RUB 3.4007
Тбилиси
აშშ-ს დაზვერვა- ჟურნალისტი ხაშოკჯი საუდის არაბეთის პრინცის თანხმობით მოკლეს
дата:  1471

2018 წელს საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცისა და ფაქტობრივი მმართველის, მუჰამად ბინ სალმანის თანხმობით დაიგეგმა. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სადაზვერვო უწყების ანგარიშში, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

საუდელი ჟურნალისტი ხაშოკჯი ერთ დროს სამეფოს მთავრობის მრჩეველი იყო, თუმცა 2017 წელს აშშ-ში გადავიდა და ამის შემდეგ, ხშირად აკრიტიკებდა პრინცის პოლიტიკას. ის   2018 წლის ოქტომბერში, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტისას მოკლეს.

საუდის არაბეთის პრინცი ყოველთვის უარყოფდა მკვლელობაში მონაწილეობას. სამეფოში აშშ-ის დაზვერვის ხსენებული ანგარიშიც გააკრიტიკეს, უწოდეს მას “ნეგატიური, ცრუ და მიუღებელი”.

რას ამბობს დაზვერვა?

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ფიქრობენ, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი დაეთანხმა ოპერაციას ჯამალ ხაშოკჯის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ის ან უნდა დაეკავებინათ, ან – მოეკლათ.

BBC-ის ინფორმაციით, უწყება ასახელებს სამ მიზეზს, რომელიც პროცესში პრინცის ამ სახით ჩართულობას ადასტურებს. ესენია:

  • მისი კონტროლი სამეფოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე 2017 წლიდან;
  • ხაშოკჯის წინააღმდეგ ოპერაციაში პრინცის ერთ-ერთი მრჩევლის პირდაპირი ჩართულობა, ბინ სალმანის პირადი უსაფრთხოების ჯგუფთან ერთად;
  • პრინცის “მხარდაჭერა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისადმი საზღვარგარეთ მყოფი დისიდენტების გასაჩუმებლად”.
общество
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати