USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი - გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამეა
дата:  1846

დღეს საქართველოში შშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

ელჩის თქმით, მისთვის დიდი პატივია საქართველოში ელჩად მუშაობა.

"გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, აქ ვიმყოფები. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში აშშ-ის ელჩად ვიმსახურო და მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობაში. თითქმის 30 წელია ერთად ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს დავეხმაროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის გაძლიერებაში, განათლებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების საკითხში და რა თქმა უნდა, საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაში, რომ დაიცვას მისი საზღვრები და მოქალაქეები. ვფიქრობ, საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია წლების განმავლობაში და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამეა. მე, მოუთმენლად ველი, საელჩოში ჩემს გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად, დავეხმარო საქართველოს, რომ მიაღწიოს სტაბილურობის, წარმატებისა და უსაფრთხოების მიზნებს",-განაცხადა ელჩმა.

 

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати