USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
აშშ-ს ევროპაში უდიდესი "რამშტეინის" სამხედრო-საავიაციო ბაზა რუმინეთში გადააქვს
თარიღი:  610

შეერთებულ შტატებს "რამშტეინის" უდიდესი სამხედრო-საავიაციო ბაზა, ევროპაში, გადმოაქვს რუმინეთში!

რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 57-ე ავიაბაზაზე ნატო-ს სამხედრო ბაზის მშენებლობის დასრულება 2040 წლისთვის იგეგმება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბაზაზე, რომელიც 2 800 ჰექტარზე იქნება განლაგებული, ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი ოჯახებთან ერთად იცხოვრებს.

სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის მხოლოდ რუმინეთი 2.5 მილიარდ ევროს დახარჯავს. პროექტი მიზნად ისახავს საჰაერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მათ შორის იქნება ახალი ასაფრენი ბილიკები, ახალი საკონტროლო კოშკი, რადიო-სანავიგაციო სისტემა, ფრენის სიმულატორი, ასევე ანგარები. გარდა ამისა, იქნება ადმინისტრაციული და სოციალური შენობები, სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრი და საავადმყოფო.

ამერიკული ძალები „მიხაილ კოგალნიჩანუს ბაზას“ 1999 წლიდან იყენებენ და ამ დროისთვის იქ განლაგებულია შეერთებული შტატების 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ელემენტები, ასევე მოკავშირეთა მოიერიშე თვითმფრინავები.

ეს იქნება ნატოს უდიდესი საჰაერო ბაზა ევროპაში, უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 97 კილომეტრში.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის