USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
აშშ-მა სირიაში ირანის ობიექტებს დაარტყა
Date:  

შეერთებულმა შტატებმა სირიაში დარტყმები ირანის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახ ობიექტებზე განახორციელა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმები ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქ აბუ კამალთან F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით განხორციელდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყეს, რომელსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებდნენ

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way