აშშ-ს საელჩოს განცხადება:
"COVID-19-ის გლობალური პანდემიის დასრულება ამერიკელი ხალხისა და მთავრობის პრიორიტეტია. დღემდე, ამ დაავადების ზემოქმედების შესამსუბუქებლად, აშშ-მა საქართველოს $9 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი დახმარება აღმოუჩინა. ამასთანავე, ვაქცინის გაზიარების ვალდებულება იქნა აღებული. ამჯერად აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა.