USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
აშშ-მა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს მასშტაბური სანქციები დაუწესა. სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება
Date:  873

აშშ-მა რუსეთის ნაფთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების მსხვილი პაკეტი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი სამიზნეში იღებს რუსეთის ენერგეტიკი სფეროს, რომელსაც სახაზინო დეპარტამენტი მოსკოვის “შემოსავლების ძირითად წყაროდ” მოიხსენიებს და სანქციებს უწესებს რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს - “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”, ისევე როგორც 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება, რომელიც ასევე ასანქცირებს ნავთობის ორ უდიდეს რუსულ კომპანიას - “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”.

“შეერთებული შტატები ყოვლისმომცველ ზომებს იღებს რუსეთის შემოსავლის საკვანძო წყაროს წინააღმდეგ, მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და უკანონო ომის დაფინანსებისთვის. ეს გადაწყვეტილება აგრძელებს და აძლიერებს ომის დაწყებიდან ჩვენს მიზანს ჩავშალოთ კრემლის ენერგეტიკული შემოსავლები, მათ შორის “დიდი შვიდეულის” ფასის ზედა ჭერის მეშვეობით, რომელიც 2022 წელს დავამტკიცეთ. დღევანდელი ქმედებით ჩვენ ვზრდით სანქციების რისკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ნავთობით ვაჭრობასთან, მათ შორის რუსეთის ნავთობის ექსპორტის გადაზიდვასთან და ფინანსურ ფასილიტაციასთან,” - განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა სანქციებთან დაკავშირებით.

„სანქციების ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ დავარტყათ რუსული ნავთობის მოპოვებისა და განაწილების ჯაჭვის ყველა ეტაპს“, - აღნიშნეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way