USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
თარიღი:  1336

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 18 წელზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ ავღანეთში მშვიდობის დამყარებას ემსახურება.

აშშ და ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ 14 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნიდან თავიანთი ჯარების გაყვანა მოხდება.

დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და „თალიბების“ ლიდერი დოჰაში დაესწრნენ.

მედიის ცნობით, ხელმოწერის შემდეგ მოლაპარაკებები „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის უნდა გაიმართოს.

დოკუმენტის თანახმად, „თალიბანი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ დაუშვან „ალ-ქაიდას“ და სხვა რომელიმე ექსტრემისტული ჯგუფის მოქმედება იმ ტერიტორიბზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის