USD 2.6856
EUR 3.1857
RUB 3.4747
Tbilisi
აშშ-მა და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” მოაწერეს ხელი
Date:  95

აშშ-მა და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის ცერემონია ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

აშშ-ის მხრიდან ქარტიას ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერეს ხელი.

ცნობისთვის, სომხეთმა და აშშ-მა “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” ხელი 2025 წლის იანვარში მოაწერეს.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way