USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
აშშ-მ უკრაინას დაპირებული შორი მანძილის 90 ჰაუბიციდან 85-ზე მეტი უკვე გადასცა
дата:  424

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაპირებული შორი მანძილის 90 ჰაუბიციდან 85-ზე მეტი უკვე გადასცა, ასევე მიაწოდა 110 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა დაპირებული 184 000-დან. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

წყაროს განცხადებითვე, „310-ზე მეტმა“ უკრაინელმა ჯარისკაცმა დაასრულა სწავლება ჰაუბიცების გამოყენებაზე, ასევე მიმდინარეობს კიდევ 50-ზე მეტი ჯარისკაცის წვრთნა.

სულ მცირე, ოცმა უკრაინელმა დაასრულა წვრთნა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებაზე Phoenix Ghost-ზე, 60-მა უკრაინელმა დაასრულა წვრთნა M113 ჯავშანტრანსპორტიორზე, კიდევ 45-ზე მეტმა ისწავლა ჯავშანტრანსპორტიორის მართვა, 15-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა კი, დაასრულა წვრთნა Q64-ის მართვაზე.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати