USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
Date:  577

აშშ-მა ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველ-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს, რათა კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

სანქცირებულთა სიაში ქართველ-რუსი ოლიგარქი ოთარ ფარცხალაძე მოხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა იქონია ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way