USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
აშშ-მ ნიკოლას მადუროს ნათესავები და ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერები დაასანქცირა
თარიღი:  502

აშშ-მ კიდევ ექვს გემს, რომლებსაც ვენესუელური ნავთობი გადააქვთ, ახალი სანქციები დაუწესა.

მედიის ინფორმაციით, სანქციები ასევე დაეკისრა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რამდენიმე ნათესავს, რომლებიც ვაშინგტონის მტკიცებით, დაკავშირებული არიან მის არალეგიტიმურ რეჟიმთან.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მადუროს ცოლის სამი ძმისშვილის, ასევე რიგი ბიზნეს კომპანიებისა და გემების მიმართ სანქციების დაწესება წინააღმდეგობას გაუწევს ლიდერის „დიქტატორულ და სასტიკ კონტროლს“.

„რეჟიმს და მის წრეს პასუხს ვაგებინებთ მათი დანაშაულებისთვის“, - აღნიშნა ბესენტმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა. ვენესუელას მთავრობამ ეს ნაბიჯი ქურდობად და საერთაშორისო მეკობრეობის აქტად შეაფასა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის