USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
აშშ-მ და კატარმა 1.2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება გააფორმეს
თარიღი:  1827

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კატარმა 1.2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება გააფორმეს. შესაბამისი ინფორმაცია თეთრმა სახლმა კატარში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა და კატარის ამირამ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ ორ ქვეყანას შორის ორ ქვეყანას შორის ახალ ბიზნეს-გარიგებებზეც ისაუბრეს, რომელთა საერთო მოცულობა 243 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე კატარის ამირამ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა სურს.

დონალდ ტრამპი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად კატარში 14 მაისს, საუდის არაბეთიდან ჩავიდა. მან 13 მაისს საუდის არაბეთში მოლაპარაკება ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან გამართა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის