USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
აშშ-ის ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „როგორ მოვამზადოთ ნიადაგი უკრაინაში ომის შესაწყვეტად“
дата:  758

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

უკრაინასა და მის დასავლელ მოკავშირეებს ამჟამად რუსეთთან ძალიან ცოტა შეხების წერტილები აქვთ. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ყველა მთავარი მოთამაშე თანახმაა  ერთ მნიშვნელოვან საკითხში: რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებით დასრულდება. ორწლიანმა სამხედრო მოქმედებებმა დაადასტურა, რომ ბრძოლის ველზე ვერცერთი მხარე ვერ ახერხებს ომში გადამწყვეტი გარდატეხის შეტანას და, შესაბამისად, ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა აბსოლუტური გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ. და რადგანაც რომელიმე მხარის გამარჯვება უკვე ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. (...)

დადგა დრო ასეთი არხების მოძიებისა და ორგანიზებისთვის. ორივე დაპირისპირებულმა მხარემ სინქრონულად უნდა იმოქმედოს შედეგის მისაღწევად. ამ მიზნით შესაძლოა სხვადასხვა ხერხები და მეთოდები იქნეს გამოყენებული, რათა ერთ მხარემ მეორე მიახვედროს თავის სამშვიდობო განზრახვაში. (...)

სიგნალები მოლაპარაკებისათვის

სიგნალები - ცალმხრივი მოქმედებაა, რომლებიც მიანიშნებენ გარკვეულ განზრახვებზე გარკვეული მიზნის მისაღწევად. სამშვიდობო მოლაპარაკების განზრახვისათვის ასეთი სიგნალები შეიძლება იყოს განცხადება რომელიმე საერთაშორისო ფორუმის ჩარჩოებში ან პრეს-კონფერენციის დროს, ოფიციალური სახელისუფლო ორგანოს საჯარო განცხადება, დაწესებული სანქციის შერბილება ან საერთოდ გაუქმება და სხვა დიპლომატიური ჟესტები.

სხვათა შორის, კიევს და მოსკოვს ერთმანეთისათვის სიგნალების გადაცემის მეტი შესაძლებლობები აქვთ - იმიტომ, რომ ისინი მეომარ მხარეებს წარმოადგენენ.

მოსკოვს შეუძლია განაცხადოს, რომ შეწყვეტს სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე, ასევე შეუძლია დათანხმდეს ტყვეების გაცვლას პრინციპით „ყველა - ყველაზე“ და შეწყვიტოს წამქეზებლურ-პროვოკაციული რიტორიკა უკრაინის ხელისუფლების მისამართით.

კიევს, თავის მხრივ, შეუძლია შეარბილოს (შესწორება შეიტანოს) პრეზიდენტის 2022 წლის სექტემბრის ბრძანებულებაში სახელწოდებით „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შეუძლებლობის შესახებ“. კიევს შეუძლია დააზუსტოს, რომ ბრზანებულება ვრცელდება მხოლოდ პრეზიდენტზე და არა რუსეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლებზე. გარდა ამისა, თუ მოსკოვი შეწყვეტს დარტყმებს უკრაინის არასამხედრო ობიექტებზე, კიევსაც შეუძლია იგივე ნაბიჯით უპასუხოს და შეწყვიტოს რუსეთის [სიღრმეში] განხორციელებული აფეთქებები.

რასაკვირველია, ასეთი სავარაუდო ძალისხმევები არ ნიშნავს ქვეყნის ოფიციალური პოლიტიკის შეცვლას. სიგნალები არ შეიძლება სავარაუდო მოლაპარაკების პირველ, საწყის ეტაპად, პირველ ნაბიჯებად ჩაითვალოს, ისინი მხოლოდ ამზადებენ ნიადაგს, რაც ხანგრძლივი პროცესს წარმოადგენს. მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა იოლი არ იქნება, მაგრამ მხარეებმა აუცილებლად უნდა გააცნობიერონ ის, რომ ალტერნატივა უსასრულო, გამომფიტავი ომია, რომელიც თითქოსდა არცერთ მხარეს არ უნდა, მაგრამ ერთმანეთს მაინც გააფთრებით ებრძვიან და სამწუხაროდ, ორივე მხარე ზარალობს.

წყარო: https://www.foreignaffairs.com/ukraine/how-pave-way-diplomacy-end-war-ukraine

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати