ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ტვიტერზე აკრიტიკებს საქართელოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
"როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შეთანხმების გამო მილოცვა, რომელიც კავკასიაში რუსეთის მორიგ ოკუპაციას ამყარებს და ბლოკავს დასავლეთს?“, - წერს იან კელი.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წლის 27 სექტემბერს განახლებული ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო 9 ნოემბერს დასრულდა შეთანხმებით, რომელსაც ხელს აწერენ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთს მთიან ყარაბაღში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი შეჰყავს. სომხეთში ოპოზიციური პარტიები ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.