USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - რუსეთის მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია
თარიღი:  1637

რუსეთის მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ესტონელ კოლეგასთან, ჰანო პევკურთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

პიტ ჰეგსეტის განცხადებით, რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან, ჰანო პევკურთან „მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა“.

„ომის დეპარტამენტი ესტონეთს სოლიდარობას უცხადებს“, - წერს ჰეგსეტი X-ზე.

ამასთან, პენტაგონის ცნობით, აშშ სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს.

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის