USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი
Date:  397

ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენი ვალდებულება ნათელია: ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი. დროა, მოკავშირეებმა გამოწვევას უპასუხონ“, - წერს პიტ ჰეგსეტი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მივიდა, სადაც დღეს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი უხელმძღვანელებს.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way